Today - 05 Sep
Standard
HR specialist
Tbilisi, Sanzona, Ksani st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Human resources HR Analytics, HR Administration
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Fitness and wellness programs

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Human resources HR Analytics, HR Administration
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია და მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენელი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით (09:00-18:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესების მართვა;
  • საკადრო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
  • თანამშრომელთა მონაცემების ადმინისტრირება 1C-სა და RS.ge-ში;
  • შრომითი ხელშეკრულებებისა და საკადრო ცვლილებების ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და დოკუმენტაციის მართვა;
  • საკადრო ბრძანებების მომზადება;
  • გათავისუფლებული თანამშრომლების დოკუმენტაციის დაარქივება;
  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის მართვა — თანამშრომელთა დამატება, შეწყვეტა და მონაცემების განახლება;
  • საჭიროების შემთხვევაში რეკრუტინგისა და კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

დამატებითი უნარები:
  • პასუხიმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • პუნქტუალური;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „HR სპეციალისტი“.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი“ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს “სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!

Human resources
HR Analytics,
HR Administration
Views
Unique views