Today - 04 Sep
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Science / Education
Higher education - Industry / Field: Education
Higher Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Science / Education
Higher education - Industry / Field(Mandatory):Education
Higher Education - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სსიპ- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გამოცხადდა ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ჩატარდება ფაკულტეტებისა და საგნობრივი ბლოკების მიხედვით, კერძოდ:
ა) ნავიგაციის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:
საგნების ბლოკი №1:
- საზღვაო საქმე;
- გემის კონსტრუქციები და ტექნ. შემოწმება;
- გემის მდგრადობა;
- საზღვაო ნავიგაცია და ნავიგაციური ხელსაწყოები,
- ხიდურის რესურსების მართვა და ვახტის გაწევა
- ელექტრონული ნავიგაცია და რადიოლოკაციური სისტემები
- საზღვაო კომუნიკაციები (GMDSS)
- ასტრონავიგაცია
- სატვირთო ოპერაციები
- საზღვაო სფეროს საფუძვლები და გემის მოწყობა
- გემის მართვა და მანევრირება;
- ნაოსნობა ელექტრონული რუკების გამოყენებით
A კატეგორიის პროფესორი - 2
A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 1
B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 15
C კატეგორიის პროფესორი - 4
C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 4
ასისტენტ-პროფესორი - 1
ასისტენტი - 1
ბ) საინჟინრო ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის:
საგნების ბლოკი №1: გემის მექანიკური და ენერგეტიკული დანადგარები
- ტექნიკური და გამოყენებითი მექანიკა;
- ტექნიკური თერმოდინამიკა და სითბოგადაცემა;
- გემის საქვაბე დანადგარები, ტურბომანქანები და მათი ექსპლუატაცია;
- ჰიდრავლიკა, გემის ჰიდრომანქანები და გემის დამხმარე მექანიზმები;
- გემის სამაცივრო დანადგარები, ჰაერის კონდიცირების სისტემები და მათი ექსპლუატაცია;
- პნევმო და ჰიდროავტომატიკის საფუძვლები;
- გემის შიგაწვის ძრავების კონსტრუქცია, თეორია და ექსპლუატაცია;
- შიგაწვის ძრავების დიაგნოსტიკა და რემონტი;
- გემის ენერგეტიკული დანადგარების ავტომატიზაცია და ექსპლუატაცია;
- გემის ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
- გემის სამანქანე განყოფილების რესურსების მართვა;
- გემის მექანიზმების საიმედოობა და ტექნიკური დიაგნოსტიკა;
- გემის შიგაწვის ძრავებში მიმდინარე პროცესები.
- გემის საქვაბე დანადგარებში მიმდინარე სითბური პროცესები;
- გემის დამხმარე მექანიზმების და სისტემების თეორია და კომპლექსური მართვა;
- პნევმოჰიდრავლიკური ავტომატური სისტემების მართვა;
- გემის ენერგეტიკული სისტემებისა და მექანიზმების ავტომატიზაცია და ტექნიკური დიაგნოსტიკა;
- გემის სამანქანე განყოფილების სტრატეგიული რესურსების მართვა;
- გემის ალტერნატიული საწვავები, ეკონომიურობა და ეკოლოგიური ანალიზი.
A კატეგორიის პროფესორი - 1
B კატეგორიის პროფესორი - 3
B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 5
C კატეგორიის პროფესორი - 1
C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 3
ასისტენტ -პროფესორი - 1
საგნების ბლოკი №2: ელექტრომოწყობილობების, ელექტრონული აპარატურისა და მართვის სისტემები
- ელექტროტექნიკის თეორიული საფუძვლები;
- გემის ელექტრონიკა;
- გემის ძალური და ელექტრული სისტემები;
- გემის ავტომატიკის ელემენტები და ავტომატური მართვის სისტემები;
- მაღალი ძაბვის სისტემები;
- ელექტრული მანქანები და ელექტროამძრავის თეორია;
- გემის ელექტრომოწყობილობები და ელექტრონული აპარატურა და მართვის სისტემები;
- გემის საზომი ხელსაწყოები და მონიტორინგის სისტემები;
- სანავსადგურო ავტომატიზებული ელექტროამძრავები;
- გემის სანავიგაციო, საკომუნიკაციო სისტემები და საყოფაცხოვრებო მოწყობილობები;
- მექატრონიკის საფუძვლები;
- გემის ელექტრომოწყობილობების და ავტომატიკის საშუალებების მოდელირება;
- გემის ელექტროენერგეტიკული სისტემების ავტომატიზაცია;
- გემის და სანავსადგურე ელექტროენერგეტიკული სისტემები;
- საგემბანე და სატვირთო მოწყობილობების მართვის სისტემები.
A კატეგორიის პროფესორი - 1
B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 6
C კატეგორიის პროფესორი - 1
C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 1
ასისტენტი - 1
გ) ზოგადსაუნივერსიტეტო და ინტერდისციპლინარული ცენტრი:
საგნების ბლოკი №1:
1.ფიზიკა
2.მათემატიკა
3.საინფორმაციო ტექნოლოგიები;
4.ქიმია
A კატეგორიის პროფესორი - 1
A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 3
B კატეგორიის პროფესორი - 1
C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 4
ასისტენტ -პროფესორი - 2
საგნების ბლოკი №2:
ზოგადი საზღვაო ინგლისური ენა - MN
სპეციალიზებული საზღვაო ინგლისური ენა - MN
საზღვაო ინგლისური ენა - EMN
სპეციალიზებული საზღვაო ინგლისური ენა - EMN
საზღვაო ინგლისური ენა -EE
ზოგადი საზღვაო ინგლისური ენა - EE
საზღვაო ინგლისური ენა -ME
ზოგადი საზღვაო ინგლისური ენა - ME
სპეციალური ინგლისური - PTE
ინგლისური ენა საზღვაო ოპერაციებში
B კატეგორიის პროფესორი - 1
B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 4
C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 2
ასისტენტ -პროფესორი - 2
საგნების ბლოკი №3:
საზღვაო უსაფრთხოება, სამართალი და კონვენციები
C კატეგორიის პროფესორი - 1
საკონკურსო პირობები
ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ა.ა) A კატეგორიის პროფესორი:
ა) A კატეგორიის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ა.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ა.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ან აკადემიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე (მაგ.: საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ხარისხის უზრუნველყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.
ა.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული და შემუშავებული მინიმუმ 1 სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, სალექციო კურსი, რიდერი, მეთოდური მითითებები ან სხვა სასწავლო რესურსი) ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით;
ა.ე) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 4 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში;
ა.ვ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 4 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში, მათ შორის არანაკლებ 1 ნაშრომი უნდა იყოს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში (არანაკლებ Scopus, Web of Science ან სხვა საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში);
ა.ზ) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
ბ) B კატეგორიის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ბ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ბ.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ან აკადემიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე (მაგ.: საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ხარისხის უზრუნველყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.
ბ.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული და შემუშავებული მინიმუმ 1 სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, სალექციო კურსი, რიდერი, მეთოდური მითითებები ან სხვა სასწავლო რესურსი) ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით;
ბ.ე) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 4 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში;
ბ.ვ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 4 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში, მათ შორის არანაკლებ 1 ნაშრომი უნდა იყოს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში (არანაკლებ Scopus, Web of Science ან სხვა საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში);
ბ.ზ) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
გ) C კატეგორიის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
გ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
გ.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ან აკადემიურ ხელმძღვანელ პოზიციაზე (მაგ.: საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ხარისხის უზრუნველყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.
გ.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, შემუშავებული ან ოფიციალურად დანერგილი მინიმუმ 1 სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, სალექციო კურსი, რიდერი, მეთოდური მითითებები ან სხვა სასწავლო რესურსი) ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით;
გ.ე) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 4 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში;
გ.ვ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 4 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში, მათ შორის არანაკლებ 1 ნაშრომი უნდა იყოს საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალში (Scopus, Web of Science ან სხვა საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად სამეცნიერო ბაზებში ინდექსირებულ ჟურნალში);
გ.ზ) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
დ) A კატეგორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
დ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
დ.გ) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 3 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში;
დ.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 3 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში;
დ.ე) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
ე) B კატეგორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ე.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;ბ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ე.ბ) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 3 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში;
ე.გ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 3 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში;
ე.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
ვ) C კატეგორიის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ვ.ა) დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;ვ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ვ.ბ) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 3 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში;
ვ.გ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 3 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში;
ვ.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
ზ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ზ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ზ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი ან პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ზ.გ) ბოლო 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მინიმუმ 2 სამეცნიერო კონფერენციაში, სიმპოზიუმში, კონგრესში ან სხვა სამეცნიერო-კვლევით/საგანმანათლებლო ღონისძიებაში;
ზ.დ) ბოლო 4 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მინიმუმ 2 სამეცნიერო ნაშრომი რეცენზირებად ჟურნალებში ან/და სამეცნიერო კრებულებში; :
ზ.ე) ბოლო 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო ან ეროვნულ სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან ინსტიტუციურ პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
თ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
თ.ა) დოქტორანტი
თ.ბ) სასწავლო პროცესში მონაწილეობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება არჩეული საგანმანათლებლო მიმართულების შესაბამისი ძირითადი საგნების სწავლებაში.
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატთა მიმართ დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) A კატეგორიის პროფესორის პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ა.ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ა.ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაკლებ 48 თვის დადასტურებული პროფესიული საქმიანობა ან ნაოსნობის სტაჟი (საზღვაო მიმართულებისთვის);
ა.ბ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
ა.გ) შესაბამისი სასწავლო კურსების (სილაბუსების), სასწავლო რესურსების ან პროფესიული სტანდარტების შემუშავების გამოცდილება; ცნობა პედაგოგიური საქმიანობის შესახებ.
ა.დ) პროფესიული სტანდარტების, სასწავლო მასალების, სახელმძღვანელოების, მეთოდური რესურსების ან პროფესიული/სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობას მიენიჭება უპირატესობა.
ა.ე) საერთაშორისო ან ეროვნული პროფესიული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან ინდუსტრიული პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
ბ) A კატეგორიის ასოცირებული პროფესორის პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ა.ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ა.ბ.ა) ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაკლებ 30 თვის დადასტურებული პროფესიული საქმიანობა ან ნაოსნობის სტაჟი (საზღვაო მიმართულებისთვის);
ა.ბ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
ა.გ) პროფესიული სტანდარტების, სასწავლო მასალების, სახელმძღვანელოების, მეთოდური რესურსების ან პროფესიული/სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობას მიენიჭება უპირატესობა.
ა.დ) საერთაშორისო ან ეროვნული პროფესიული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან ინდუსტრიული პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
გ) B კატეგორიის პროფესორის პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ანმომიჯნავე სფეროში;
ა.ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ა.ბ.ა) ბოლო 8 წლის განმავლობაში არანაკლებ 48 თვის დადასტურებული პროფესიული საქმიანობა ან ნაოსნობის სტაჟი (საზღვაო მიმართულებისთვის);
ა.ბ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 2 წლის სამუშაო გამოცდილება;
ა.გ) შესაბამისი სასწავლო კურსების (სილაბუსების), სასწავლო რესურსების ან პროფესიული სტანდარტების შემუშავების გამოცდილება; ცნობა პედაგოგიური საქმიანობის შესახებ.
ა.ე) პროფესიული სტანდარტების, სასწავლო მასალების, სახელმძღვანელოების, მეთოდური რესურსების ან პროფესიული/სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებასა და გამოქვეყნებაში მონაწილეობას მიენიჭება უპირატესობა.
ა.ვ) საერთაშორისო ან ეროვნული პროფესიული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან ინდუსტრიული პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
ბ) B კატეგორიის ასოცირებული პროფესორის პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ბ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
ბ.ბ) ბოლო 6 წლის განმავლობაში არანაკლებ 18 თვის დადასტურებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის (GT) ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ძრავის მქონე გემზე;
ბ.გ) ბოლო 4 წლის განმავლობაში არანაკლებ 12 თვის დადასტურებული ნაოსნობის სტაჟი 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის (GT) ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ძრავის მქონე გემზე ოპერაციულ (Operational level) ან მართვით (Management level) პოზიციებზე, მათ შორის: კაპიტნის, უფროსი/მეორე თანაშემწის, უფროსი/მეორე მექანიკოსის.
ბ.დ) პროფესიულ ან/და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ბ.ე) პროფესიული ან სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და გამოქვეყნების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ბ.ვ) საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან ინდუსტრიულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გ) C კატეგორიის პროფესორის პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საკონკურსო ან მომიჯნავე სფეროში;
გ.ბ) შესაბამის სფეროში არანაკლებ 5 წლის პროფესიული საქმიანობის გამოცდილება;
გ.გ) პროფესიულ ან საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად.
გ.დ) პროფესიულ ან/და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გ.ე) პროფესიული ან სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და გამოქვეყნების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გ.ვ) საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან ინდუსტრიულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ბ) კონკურსში გამარჯვებული პირის შრომითი პირობები:
ა) A და B კატეგორიის პროფესორი და ასოცირებული პროფესორისთვის:
ა.ა) კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებულია დაიკავოს სრული სამუშაო დატვირთვით აკადემიური თანამდებობა და განახორციელოს საქმიანობა აკადემიაში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე სამუშაო რეჟიმით.
ა.ბ) კონკურსში გამარჯვებულ პირს ეკრძალება პარალელური დასაქმება სხვა უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან/და ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან/და იმავე დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე.
ბ) ა) A და B კატეგორიის პროფესიული ნიშნით არჩეული პროფესორი და ასოცირებული პროფესორისათვის:
ბ.ა) პროფესიული ნიშნით არჩეული A კატეგორიის პროფესორი, A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი და B კატეგორიის პროფესორი პირი ვალდებულია დაიკავოს სრული სამუშაო დატვირთვით აკადემიური თანამდებობა და განახორციელოს საქმიანობა აკადემიაში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ბ.ა) პროფესიული ნიშნით არჩეული B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი ვალდებულია დაიკავოს სრული სამუშაო დატვირთვით აკადემიური თანამდებობა და განახორციელოს საქმიანობა აკადემიაში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე სამუშაო რეჟიმით ხმელეთზე ყოფნის პერიოდში, ხოლო ზღვაში ყოფნის პერიოდში დასაქმებულს ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება.
გ) C კატეგორიის აკადემიური პირებისთვის:
გ.ა) კონკურსში გამარჯვებული პირი ვალდებულია დაიკავოს სრული სამუშაო დატვირთვით აკადემიური თანამდებობა მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული სალექციო განრიგის/ცხრილის მიხედვით. სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულ პირს ეხსნება აფილირების მოთხოვნათა დაცვის ვალდებულება.
ბ.დ) აკადემიური პერსონალი, მიუხედავად აკადემიური თანამდებობის კატეგორიისა (გარდა, პროფესიული ნიშნით არჩეული B კატეგორიის ასოცირებული პროფესორისა) აკადემიაში დასაქმების პერიოდში არ არის უფლებამოსილი აკადემიურ, სასწავლო, სატრენინგო ან ინსტრუქტორულ საქმიანობას ახორციელებდეს საზღვაო მიმართულების სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ტრენინგ ცენტრში ან სხვა ორგანიზაციაში, რომელიც ახორციელებს საზღვაო განათლებასა და მომზადებას).
კონკურსში მონაწილეობის მიზნით, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) რეზიუმე/CV;
გ) უკანასკნელი დამსაქმებლის დახასიათება/სარეკომენდაციო წერილი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში მონაწილეობისა (მხოლოდ A, B და C კატეგორიის პროფესორებისთვის) და კონკურსანტის პროფესიული და პიროვნული თვისებების შესახებ;
გ.ა) პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის პირის შემთხვევაში უკანასკნელი დამსაქმებლის დახასიათება/სარეკომენდაციო წერილი, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში მონაწილეობისა ან/და კონკურსანტის პროფესიული და პიროვნული თვისებების შესახებ;
დ) კანდიდატის მიერ რეზიუმე/CV-ში წარმოდგენილი ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით, მათ შორის:
დ.ა) განათლება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დიპლომით (საერთაშორისო განათლების მქონე პირებისთვის, მიღებული განათლება აღიარებული უნდა იყოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით);
დ.ბ) სამუშაო გამოცდილება უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ცნობით დამსაქმებლისგან (დაუშვებელია სამუშაო გამოცდილების დადასტურების მიზნით ე.წ. „შრომის წიგნაკის“ წარმოდგენა);
დ.გ) ტრენინგებში/სიმპოზიუმებში/კონფერენციებში მონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატებით, ცნობებით ან/და ბმულებით;
დ.დ) ნაშრომები/პუბლიკაციები უნდა დასტურდებოდეს გამოცემის სპეციალური კოდებით, ბმულებით (მხედველობაში მიიღება რეცენზირებად სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული ნაშრომები, ბეჭდური წიგნების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ დაბეჭდილი წიგნის ელ. ვერსია, ფიზიკური სახით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება). კომისიის მიერ მხედველობაში მიიღება ისეთი ნაშრომ(ებ)იც, რომლებიც დადასტურებულია პუბლიკაციისთვის და გადიან აუცილებელ პროცედურებს შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვე
ვაში.
შენიშვნა: კონკურსანტი უფლებამოსილია შეფასების მიზნით წარმოადგინოს არაუმეტეს 5 სამეცნიერო ნაშრომისა საკუთარი არჩევით. უპირატესობა მიენიჭება იმ ნაშრომებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება კონკურსანტის მიერ არჩეული სალექციო კურსის შესაბამისად.
ე) საკონკურსო სფეროს სასწავლო კურსის/კურსების განვითარების კონცეფცია, რომელიც უნდა ასახავდეს კანდიდატის ხედვას სასწავლო კურსების განვითარების, თანამედროვე საგანმანათლებლო და დარგობრივ ტენდენციებთან შესაბამისობის, სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ (მხოლოდ A და C კატეგორიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობისთვის).
ვ) საზღვაო აკადემიის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შედგენილი სილაბუსი კანდიდატის მიერ წარდგენილი თითოეული სასწავლო კომპონენტისათვის, მხოლოდ პროფესორებისთვის.
ზ) კომპეტენციის დამადასტურებელი მოქმედი (ვადიანი) დოკუმენტი (COC), მხოლოდ პროფესიული ნიშნით მონაწილე კონკურსანტებისთვის.
თ) სასურველია IMO მოდელ კურსი 6.09 და 6.10-ის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატის წარმოდგენა არსებობის შემთხვევაში, მხოლოდ პროფესიული ნიშნით მონაწილე კონკურსანტებისთვის.
კონკურსი განხორციელდეს შემდეგ ეტაპებად:
ა) დოკუმენტაციის გადარჩევა;
ბ) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება, კერძოდ:
ბ.ა) წარმოადგინოს დარგის/საგნის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 წთ. პრეზენტაცია), სასწავლო კურსის სილაბუსი (არაუმეტეს 7 წთ. პრეზენტაცია), ჩაატაროს საჩვენებელი ლექცია (არაუმეტეს 30 წთ.), კომისია უფლებამოსილია თავად აირჩიოს სასურველი თემა კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სილაბუსიდან.
ბ.გ) კითხვა-პასუხი.
გ) იმ კონკურსანტებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო კურს(ებ)ის განხორციელების მიზნით, დამატებითი გასაუბრება ჩაუტარდებათ ინგლისურ ენაზე.
დ) გასაუბრების შედეგების შეჯამება, კენჭისყრა.
ე) გამარჯვებულ კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება.
კონკურსის შედეგად აკადემიური პერსონალი აირჩევა 4 წლის ვადით.
განცხადებების მიღება იწარმოებს ელექტრონულ პლათფორმაზე www.portal.bsma.edu.ge/academic, 2026 წლის 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ დღე.
დოკუმენტაციის გადარჩევა იწარმოებს 2026 წლის 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.
გასაუბრებები იწარმოებს 2026 წლის 24 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში (კონკრეტული თარიღი ინდივიდუალურად ეცნობება კანდიდატს).
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადად განისაზღვროს 2026 წლის 30 სექტემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან ამ ბრძანების 7-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილ იქნეს ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.
წარმოდგენილი დოკუმენტების იურიდიული ძალის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა მოხდება ადამიანური რესურსებისა და იურიდიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ ელ. პორტალის საშუალებით (დიდი მოცულობის დოკუმენტაცია, რომელიც არ იტვირთება პორტალზე, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს USB მეხსიერების ბარათით (გაითვალისწინეთ, რომ მეხსიერების ბარათები უკან არ დაბრუნდება, შესაბამისად გამოიყენეთ ერთჯერადი მოდელები). მისამართზე: ქ. ბათუმი რუსთაველის N53. ძირითადი კორპუსი ოთახი №215.
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგნაირად:
A კატეგორიის პროფესორი - 6500
B კატეგორიის პროფესორი - 5000
C კატეგორიის პროფესორი - 3500
A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 4500
B კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 2800
C კატეგორიის ასოცირებული პროფესორი - 2600
ასისტენტ -პროფესორი - 2200
ასისტენტი - 1650
Apply (On another website)
Science / Education
Higher education
Views
Unique views
