Today - 31 Aug
Standard
Quality Assurance Specialist - Mobile Applications
Tbilisi
Application information
Email: geo.hr.recruiting@procredit-group.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Quality control / environmental protection / labor safety
Quality Assurance Engineering Administration / Business Management Quality control Information technologies Mobile Application Development - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: from 2 to 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Quality control / environmental protection / labor safety
Quality Assurance Engineering Administration / Business ManagementQuality control Information technologiesMobile Application Development - Industry / Field(Mandatory):Finance
Banking - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: High School, Bachelor, College, Doctor, Master, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის გუნდს!
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (Middle / Senior QA) პოზიციაზე — მობილური აპლიკაციების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
მოთხოვნები:
აუცილებელი ტექნიკური ცოდნა:
სასურველი ცოდნა და გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით „სპეციალისტის (Middle / Senior QA) პოზიციაზე — მობილური აპლიკაციების მიმართულებით. ” შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31/08/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 ; geo.hr.recruiting@procredit-group.com

- Android და iOS მობილური აპლიკაციების ტესტირების დაგეგმვა, შესრულება და შედეგების შეფასება სხვადასხვა ტესტირების გარემოში;
- ბიზნეს, ფუნქციონალური და არაფუნქციონალური მოთხოვნების, User Story-ებისა და Acceptance Criteria-ების ანალიზი ტესტირების პერსპექტივიდან;
- მობილური აპლიკაციების ბიზნეს პროცესების ანალიზი, ტესტირების რისკების, ბლოკერებისა და დამოკიდებულებების იდენტიფიცირება და მათი დროული კომუნიკაცია შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან;
- სატესტო სცენარების, ტესტ-ქეისებისა და Checklist-ების შექმნა, განახლება და აქტუალურობის უზრუნველყოფა;
- ფუნქციონალური, Smoke, Regression, Exploratory და End-to-End ტესტირების ჩატარება;
- API-ების ტესტირება და საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა ვალიდაცია;
- Android და iOS მობილური აპლიკაციების ფუნქციონალის ტესტირება სხვადასხვა მოწყობილობაზე, ოპერაციული სისტემის სხვადასხვა ვერსიასა და ეკრანის კონფიგურაციებზე;
- ტესტირების შედეგების, სტატუსებისა და მტკიცებულებების (Evidence) სრულყოფილად დოკუმენტირება ტესტირების მართვის სისტემაში;
- აღმოჩენილი დეფექტების იდენტიფიცირება, ხარისხიანად დოკუმენტირება, პრიორიტეტიზაცია, რეგისტრაცია და მათი გამოსწორების ვალიდაცია;
- Agile/Scrum პროცესებში აქტიური მონაწილეობა და დეველოპერებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებთან, პროდუქტის მფლობელებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- რელიზისთვის მომზადებული ვერსიის შეფასებასა და პროგრამის გაშვებამდე და მის შემდგომ ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა;
- ტესტირების პროცესების, სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების გაუმჯობესებაში, ცოდნის გაზიარებასა და ხარისხის კულტურის განვითარებაში აქტიური ჩართულობა;
- ბანკის შიდა პოლიტიკების, ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნებისა და კონფიდენციალურობის წესების დაცვა;
- ხელმძღვანელობის მიერ მინიჭებული სხვა დავალებების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- პროგრამული უზრუნველყოფის Manual Testing-ის მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- Android და/ან iOS მობილური აპლიკაციების ტესტირების მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
- Agile/Scrum ან Kanban გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სრული სასიცოცხლო ციკლის (STLC) პრაქტიკული გამოცდილება;
აუცილებელი ტექნიკური ცოდნა:
- Android და/ან iOS მობილური აპლიკაციების ტესტირების პრაქტიკული გამოცდილება;
- ფუნქციონალური, Smoke, Regression, Exploratory და End-to-End ტესტირების გამოცდილება;
- Test Scenario-ებისა და Test Case-ების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
- Test Case Design ტექნიკებისა და ტესტირების საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა;
- REST API-ების ტესტირების გამოცდილება (Postman ან მსგავსი ინსტრუმენტების გამოყენებით);
- SQL-ის ცოდნა მონაცემთა ვალიდაციისთვის;
- Android და iOS პლატფორმებზე გამოყენებული Debugging და Diagnostic ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
- Jira-სა და Test Management სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- დეფექტების ხარისხიანი ანალიზის, დოკუმენტირებისა და პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
- მოთხოვნებიდან გამომდინარე ტესტირების რისკების იდენტიფიცირებისა და Test Coverage-ის განსაზღვრის უნარი.
სასურველი ცოდნა და გამოცდილება
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება ტესტირების პროცესის, ტესტ-დიზაინის, ანალიზისა და სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
- მობილური აპლიკაციების ტესტირების გამოცდილება საფინანსო ან საბანკო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- Crash Reporting და Application Monitoring ინსტრუმენტებთან (მაგ. Sentry ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება;
- ტესტირების ავტომატიზაციის პრინციპების ცოდნა ან ავტომატიზაციის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ISTQB Foundation Level ან სხვა შესაბამისი პროფესიული სერთიფიკატი.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პრობლემების პროაქტიულად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ცოდნის გაზიარების სურვილი;
- პროფესიული განვითარების და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის მუდმივი სურვილი.
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით „სპეციალისტის (Middle / Senior QA) პოზიციაზე — მობილური აპლიკაციების მიმართულებით. ” შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31/08/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22 ; geo.hr.recruiting@procredit-group.com
Quality control / environmental protection / labor safety
Quality Assurance Engineering
Administration / Business Management
Quality control
Information technologies
Mobile Application Development
Views
Unique views