Today - 03 Sep
Start
Accountant
Tbilisi
კომპანია
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field: Manufacturing Glass, Ceramics & Concrete
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1500 - 2000

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field(Mandatory):
    Manufacturing Glass, Ceramics & Concrete
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიის გუნდში ბუღალტრის პოზიციაა ვაკანტური.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, სადაც დაგახვედრებთ მეგობრულ, დინამიურ და ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმოაჩინოთ და განივითაროთ თქვენი შესაძლებლობები.

პოზიციის პასუხისმგებლობები და ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა, კლასიფიკაცია და პროგრამული გატარება, დამუშავება;
  • სალაროს კონტროლი და სალარო ოპერაციების წარმოება (შემოსავლის და გასავლის ორდერების შედგენა/გატარება);
  • ბანკის ამონაწერის დამუშავება/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • საგადახდო დავალებების მომზადება;
  • საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა, ზედნადები/ფაქტურის გამოწერა, პროგრამაში ასახვა;სასაქონლო ზედნადების და ანგარიშ-ფაქტურის მიღება/გამოწერა;
  • ხელფასის დარიცხვისთვის შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება პროგრამაში;
  • ფიზიკური პირების მომსახურების დარიცხვა პროგრამულად;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული შესაბამისი დავალების შესრულება მისი პოზიციის ჭრილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტერიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია RS-ის საგადასახადო პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება; დამატებით სხვა პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office - excel) ცოდნა;
  • ბუღალტრული და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;

დამატებითი დეტალები:
  • ლოკაცია: თბილისი
  • გრაფიკი: ორშ-პარ 9:00-18:00
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

თქვენი უნარები და კარიერული ინტერესები თუ შეესაბამება ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მაშინ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancyvacancy08@gmail.com სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი

რეზიუმის გამოგზავნის ბოლო ვადაა: 5 სექტემბერი
გისურვებთ წარმატებებს და გელით მთელი გულით!


თქვენ მიერ ჩვენთან გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views