Today - 03 Sep
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Universal Banking Services - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Seniority level: Senior-Level,Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - კონტრაქტ მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
კონტრაქტების მენეჯერი პასუხისმგებელია გაფორმებული ხელშეკრულებების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვაზე, მათ შორის ხელშეკრულებების მომზადებაზე, შეთანხმებაზე, მონიტორინგსა და ადმინისტრირებაზე. მისი მთავარი მიზანია კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკების შემცირება, კომპანიის ინტერესების დაცვა და ხელშეკრულებითი ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა.
- კონტრაქტების მომზადება და მართვა;
- მოლაპარაკებების მხარდაჭერა/წარმოება;
- კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი, სახელშეკრულებო პირობების კონტროლი;
- რისკების მართვა;
- შესყიდვის პროცესის ორგანიზება და მართვა;
- ანგარიშგება და დოკუმენტაციის მართვა;
კვალიფიკაცია
- უმაღლესი განათლება (იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირება);
- მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში მინ 5 წელი
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
პროფესიული და ქცევითი უნარები
- შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
- შიდა კლიენტებზე ორიენტირებული დამოკიდებულება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი;
- ცვლილებებისადმი მოქნილი დამოკიდებულება, სიახლეების მიღებისა და ინიციატივის გამოვლენის უნარი;
- ცოდნის გაზიარებისა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სურვილი;
- ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის უნარი.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/B97zQ
Apply (On another website)
Banking
Universal Banking Services
Views
Unique views
Other jobs at company

