Today - 29 Aug
Development Specialist
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Non-governmental (NGO) Disability Rights Advocacy Science / Education Special education
  • Industry / Field: Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Non-governmental (NGO) Disability Rights Advocacy
    Science / Education Special education
  • Industry / Field(Desired):
    Nonprofit Civic & Social Organization
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ა(ა)იპ „სტუდია ეი-დი-სი" აცხადებს ვაკანსიას განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის" ქვეპროგრამისთვის.

თუ გსურთ თქვენი პროფესიული ცოდნით ხელი შეუწყოთ ბავშვების განვითარებას, მათი დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და ოჯახების მხარდაჭერას, გიწვევთ შემოგვიერთდეთ.

ძირითადი მოვალეობები
  • განვითარების სპეციალისტი მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:
  • მოსარგებლის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;
  • მოსარგებლეთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
  • მოსარგებლის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;
  • ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;
  • ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

განვითარების სპეციალისტი პასუხისმგებელია:
  • მოსარგებლის შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება-განხორციელებაზე;
  • ბავშვის კოგნიტური, სოციალური, კომუნიკაციური, ადაპტური და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებაზე;
  • პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის სტრატეგიების გამოყენებასა და ბავშვის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშეწყობაზე;
  • მშობლებისა და ოჯახის წევრების კონსულტირებასა და რეკომენდაციების მიწოდებაზე;
  • მოსარგებლის პროგრესის შეფასებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებაზე;
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან ეფექტიან თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაზიარებაზე;
  • პროფესიული ეთიკის, კონფიდენციალურობისა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის დაცვაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (მასწავლებელი, ექიმი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი).
  • შშმ ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
  • მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • ინდივიდუალური შეფასების, მომსახურების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
  • მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან კონსულტირებისა და თანამშრომლობის გამოცდილება;
  • სასურველია ქცევის მხარდაჭერის, ადრეული განვითარების ან ინკლუზიური მომსახურებების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები
  • ბავშვის განვითარების შეფასებისა და ინტერვენციის დაგეგმვის უნარი;
  • ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენისა და განხორციელების უნარი;
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • მშობელთა კონსულტირებისა და მხარდაჭერის უნარი;
  • მულტიდისციპლინურ გუნდში ეფექტიანი თანამშრომლობის უნარი;
  • დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი;
  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომებისა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის პრინციპების გამოყენების უნარი;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ბავშვის უფლებებისა და ღირსების პატივისცემა;
  • ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანი მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო გრაფიკი: თითოეულ ბენეფიციართან თვეში არაუმეტეს 8 საათი;
  • სამუშაო ადგილი: ბინაზე ვიზიტები/ოფისი;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით.

განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: adc.vacancy.ge@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: „განვითარების სპეციალისტი“.
Non-governmental (NGO)
Disability Rights Advocacy
Science / Education
Special education
Views
Unique views