Today - 29 Aug
Administrator-Manager
Ozurgeti Municipality, Ozurgeti
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Administration
  • Industry / Field: Health Care Hospital & Health Care
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 800

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 1 to 2 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Administration / Business Management Administration
  • Industry / Field(Desired):
    Health Care Hospital & Health Care
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Doctor, College, Master, Other, Bachelor
  • Languages: Georgian
  • Driving licence: B Category
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“სახელითაა ცნობილი
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

„მედიქალ ვორლდის“ გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია “ აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის ფილიალის ადმინისტრატორ-მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ.ოზურგეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 სთ. -17:00 სთ.); შაბათი (09:00 სთ- 14:00 სთ)
ანაზღაურება: 800 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, მედიცინის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • მინიმუმ 1–2 წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო სფეროში გამოცდილ კანდიდატებს);
  • გუნდის მართვის, მოტივაციისა და ეფექტური კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;
  • ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი;
  • გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურებისა და ბიზნესის განვითარების პროცესების ცოდნა;
  • პრობლემების ოპერატიულად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ლიდერული თვისებები და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია ავტომობილის მართვის B კატეგორიის მოწმობა და რეგიონში გადაადგილების მზადყოფნა.

პიროვნული კომპეტენციები:
  • ლიდერობა და სტრატეგიული აზროვნება;
  • მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
  • დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
  • ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის მაღალი დაცვა;
  • ინიციატივიანობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • უწყვეტი პროფესიული განვითარების სურვილი.

ძირითადი მოლოდინები:
  • ფილიალის საოპერაციო საქმიანობის ეფექტური მართვა;
  • მომსახურების ხარისხისა და კომპანიის სტანდარტების მუდმივი კონტროლი;
  • გაყიდვების, ფინანსური და საოპერაციო მიზნების შესრულების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია, შეფასება და განვითარება;
  • პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.
  • ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!
Administration / Business Management
Administration
Views
Unique views