Today - 28 Aug
Standard
Marketing manager
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) Marketing management
  • Industry / Field: Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 3 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Marketing/Public Relations (PR) Marketing management
  • Industry / Field(Mandatory):
    Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism
  • Seniority level: Senior-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ქართულ-სლოვაკური კომპანია „ჯინო ჰოლდინგი“ საქართველოში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.
ჰოლდინგის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარი“, რომელიც „ჯინო აკვაპარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.

„ჯინო ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #20

პოზიციის შესახებ
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიისა და აქტივობების ეფექტიან დაგეგმვას, კოორდინაციასა და განხორციელებას.
ამ პოზიციაზე დასაქმებული პირი უერთდება მარკეტინგის გუნდს, რომელშიც შედიან დიჯითალ მარკეტერი და გრაფიკული დიზაინერი - უზრუნველყოფს მათი საქმიანობის კოორდინაციას, ამოცანების განაწილებას და ხარისხის კონტროლს, ასევე უშუალოდ არის ჩართული კამპანიების სტრატეგიულ დაგეგმვასა და შედეგების ანალიზში.
მარკეტინგის მენეჯერი ანგარიშვალდებულია მარკეტინგის დირექტორის წინაშე და აქტიურად ითანამშრომლებს გაყიდვების გუნდთან.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
გუნდის მართვა
  • დიჯითალ მარკეტერისა და გრაფიკული დიზაინერის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
  • გუნდის წევრებისთვის ამოცანების დასახვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • გუნდის წევრების მუშაობის ხარისხის შეფასება და საჭირო უკუკავშირის მიწოდება;
  • მარკეტინგის დირექტორთან რეგულარული კომუნიკაცია გუნდის მუშაობისა და შედეგების შესახებ.

მარკეტინგული სტრატეგია და კამპანიების დაგეგმვა
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვაში მონაწილეობა, ორგანიზება და შესრულების კოორდინაცია გუნდთან ერთად;
  • მიმდინარე და ახალი პროექტების პოპულარიზაციისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
  • კამპანიების ვადებისა და ბიუჯეტის კონტროლი;
  • მარკეტინგული კალენდრის მართვა.

ციფრული მარკეტინგის ზედამხედველობა
  • Google Ads, Meta Ads და სხვა ციფრული არხების მართვის ზედამხედველობა დიჯითალ მარკეტერთან ერთად, შემდგომში რეპორტის მოსამზადებლად ყველა საჭირო მონაცემის კოორდინაცია;
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება;
  • ვებგვერდის განახლებისა და გაუმჯობესების კოორდინაცია;
  • ელფოსტის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიისა და მიმართულების დაგეგმვა;
  • ვებ-ანალიტიკისა და ციფრული კამპანიების შედეგების ანალიზი და შეფასება დიჯითალ მარკეტერთან ერთად.

კონტენტისა და ვიზუალური მასალების მართვა
  • სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის შემუშავება და გრაფიკულ დიზაინერთან კოორდინაცია მისი განხორციელებისთვის, მარკეტინგის დირექტორის დასტურის შემდეგ;
  • სარეკლამო ტექსტების, პოსტების, ბლოგებისა და პრეზენტაციების კონცეფციისა და მიმართულების განსაზღვრა;
  • ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის კოორდინაცია გრაფიკულ დიზაინერთან და გარე პარტნიორებთან ერთად;
  • ბრენდის ვიზუალური და საკომუნიკაციო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა გუნდის მასშტაბით.

ლიდების მართვა და გაყიდვების მხარდაჭერა
  • ლიდების გენერირების პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი;
  • CRM სისტემაში მონაცემების სიზუსტისა და სრულყოფის კონტროლი;
  • ლიდების წყაროებისა და ეფექტიანობის ანალიზი;
  • გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია ლიდების მოზიდვისა და გარდაქმნის გასაუმჯობესებლად.

პარტნიორებთან ურთიერთობების მართვა
  • სარეკლამო სააგენტოებთან, ფოტოგრაფებთან, ვიდეოგრაფებთან და სხვა გარე პარტნიორებთან თანამშრომლობა იმ შემთხვევებში, როცა საჭირო არ არის შიდა გუნდის ჩართვა;
  • მომწოდებლებისგან მიღებული მომსახურების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიების ორგანიზება და კოორდინაცია.

ანგარიშგება და ანალიტიკა
  • გუნდის წევრებისგან მიღებული ინფორმაციის შეჯერება და მარკეტინგის დირექტორისთვის ერთიანი ანგარიშის მომზადება;
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების მონიტორინგი;
  • კამპანიების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით.

გამოცდილება
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის ან კოორდინაციის გამოცდილება;
  • ციფრული მარკეტინგისა და კონტენტის შექმნის პროცესების ზედამხედველობის გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების პროექტების გაყიდვების მხარდამჭერ მარკეტინგში.

პიროვნული უნარები
  • ძლიერი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
Marketing/Public Relations (PR)
Marketing management
Views
Unique views