29 Jul - 27 Aug
Warehouse 1C operator
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Logistics / Transport Warehousing Accounting / Finance 1C
  • Industry / Field: Construction Construction, Civil Engineering
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1500

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Logistics / Transport Warehousing
    Accounting / Finance 1C
  • Industry / Field(Mandatory):
    Construction Construction, Civil Engineering
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, High School, Master, Doctor, College, Other, Incomplete High School
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამშენებლო კომპანია შპს „ალუმეტ“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის 1C ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია საწარმოო-სასაწყობო ტერიტორიაზე შემოსული, გასული და შიდა გადაადგილებული მასალების დროული და ზუსტი აღრიცხვა 1C პროგრამაში. სამუშაო ადგილი განთავსებულია საწყობში, სადაც ასევე ფუნქციონირებს საწარმო.

შპს „ალუმეტ“ 2009 წლიდან საქმიანობს სამშენებლო სექტორში. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ალუმინისა და მინის ფასადები, კარ-ფანჯრები, ვენტილირებადი ფასადები და მოაჯირები.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: www.alumet.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • 1C პროგრამაში შემოსული, გასული და შიდა გადაადგილებული მარაგების დროული და ზუსტი ასახვა პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
  • მასალის დასახელების, რაოდენობის, საწყობისა და შესაბამისი ობიექტის/პროექტის მონაცემების გადამოწმება;
  • საწყობიდან ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადებების გააქტიურება, დასრულება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
  • ზედნადებებისა და სხვა პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება და დაარქივება;
  • საწყობის მენეჯერისა და აღრიცხვის პასუხისმგებელი პირისთვის პროგრამული ნაშთებისა და საჭირო ანგარიშების მიწოდება;
  • ფაქტობრივი და პროგრამული ნაშთების შედარება, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და აღმოჩენილი სხვაობების დროული დაფიქსირება;
  • საწყობის მენეჯერთან, წარმოებასთან და ბუღალტერიასთან ყოველდღიური კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • 1C პროგრამაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
  • საწყობის ან მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
  • Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • პირველად დოკუმენტებთან და სასაქონლო ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები
  • სიზუსტე და დეტალების მიმართ მაღალი ყურადღება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • დავალებების დროულად შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი–პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 10:00–18:00;
  • ანაზღაურება: 1,500 ლარი ხელზე;
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ამილახვრის ჩიხი 9ა (საწარმოო-სასაწყობო ტერიტორია).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: agobronidze@alume.ge
ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: „საწყობის 1C ოპერატორი“
Logistics / Transport
Warehousing
Accounting / Finance
1C
Views
Unique views