Today - 26 Aug
Sales Manager
Batumi
Application information
address: ბათუმი, ჭავჭავაძის 60

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field: Consumer Products and Services Personal Care Goods - FMCG, Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: Mobile field work
  • Salary: (+ Bonus)
  • Additional benefits: Corporate mobile number,Trainings and the opportunity for professional growth,Reimbursement of fuel costs

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Sales B2B Sales Strategy and Management
  • Industry / Field(Desired):
    Consumer Products and Services Personal Care Goods - FMCG, Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Incomplete High School, High School, Master, Doctor, College, Other
  • Languages: English,Russian
  • Driving licence: B Category
  • Own Transport:Yes (Car)

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია BBS / შპს ბიკო არის საკონდიტრო ინგრედიენტებისა და ნედლეულის დისტრიბუტორი ბათუმსა და აჭარაში. ჩვენ ვწარმოვადგენთ წამყვან ბრენდებს (მათ შორის Puratos) და ვაწარმოებთ იმპორტს.

ვეძებთ გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს საკონდიტრო მიმართულებას აჭარაში — მოძებნის ახალ კლიენტებს (საკონდიტროები, საცხობები, სასტუმროები, რესტორნები, წარმოებები) და ააშენებს მათთან გრძელვადიან, სისტემურ ურთიერთობას.

ეს არის საველე, აქტიური გაყიდვების პოზიცია — ახალი კლიენტების მოძიება და ობიექტებზე გასვლა, და არა ოფისში/მაღაზიაში შემომავალი შეკვეთების მიღება.

რას აკეთებთ:
  • ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა აჭარის ბაზარზე;
  • კლიენტის საჭიროების გამოვლენა და გადაწყვეტის შეთავაზება (მარტო პროდუქტი კი არა — გადაწყვეტა);
  • პროდუქციის ტესტირების, დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ორგანიზება (Puratos-ის ტექნოლოგებთან ერთად);
  • პირველი შეკვეთიდან რეგულარულ თანამშრომლობამდე მიყვანა და ასორტიმენტის გაფართოება;
  • ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვება (ახალი ობიექტები, სპეციალისტები, ცვლილებები);
  • მუშაობის სისტემური აღრიცხვა კომპანიის ხელსაწყოებში (Fina / Asana).

ვის ვეძებთ:
  • გაყიდვების ან საკონდიტრო/კვების სფეროს გამოცდილება (B2B / HoReCa — უპირატესობა);
  • მოლაპარაკების უნარი მფლობელებთან, შეფ-კონდიტერებთან, ტექნოლოგებთან;
  • სიმწიფე, პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლად შედეგზე მუშაობის უნარი;
  • საკუთარი ტრანსპორტი;
  • საკონდიტრო წარმოების საბაზისო გაგება — დიდი უპირატესობა (ტექნოლოგიურ ცოდნას გავაძლიერებთ Puratos-თან ერთად).

რას გთავაზობთ:
  • კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი + გამჭვირვალე ბონუსი შედეგზე (დეტალები გასაუბრებაზე);
  • პროფესიული ტრენინგი და სწავლება Puratos-თან თბილისში + მუშაობა ბრენდის ტექნოლოგებთან;
  • კორპორატიული მობ. კავშირი (ინტერნეტი), საწვავი, ავტომობილის ამორტიზაცია;
  • განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღაზია, საწყობი, ლოგისტიკა) — შენ ყიდი, დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველვყოფთ;
  • გუნდი, რომელიც მაქსიმალურად დაგეხმარება.

CV გამოაგზავნეთ მისამართზე hr@grassbatumi.ge

წერილის თემაში (subject) მიუთითეთ: კონდიტერი — [სახელი გვარი]
წერილში მოკლედ (3–4 წინადადება) გვიპასუხეთ: რატომ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ შეძლებთ ამ მიმართულების განვითარებას
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views