Today - 26 Aug

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Cost Accounting
  • Industry / Field: Retail Retail Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Free meal,Trainings and the opportunity for professional growth,Fitness and wellness programs

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Accounting / Finance Cost Accounting
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
    Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: High School, Master, Bachelor, Doctor, Other, College
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე, თბილისში;

მე იოსებ ახალაია, ვაცხადებ ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. კანდიდატს შევასწავლი 1ც პროგრამას და გორგიაში კომპანია გორგიას შიდა პროცესებსა და სამუშაო სტანდარტებს, მიმდინარე ტენდერებიდან ორგანიზაციისთვის შესაბამისი პროექტების შერჩევას, დამუშავებასა და შესრულებისთვის საჭირო პროცედურების მომზადება-მონიტორინგს.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ფორმა 2-ების მომზადება;
  • სამშენებლო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველანაირი ხარჯის წინასწარი განსაზღვრა;
  • დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების შედარება;
  • შიდა ფორმა 2-ების მომზადება;
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • ფასების მოძიება და გადამოწმება აქტუალური ფასების დასადგენად დაგეგმილი მშენებლობის სავარაუდო ხარჯების დასათვლელად;
  • განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან და საბაზრო ფასებთან;
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
  • პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება და კომპანიის მენეჯმენტისთვის წარდგენა;
  • საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Accounting / Finance
Cost Accounting
Views
Unique views