Today - 23 Aug
Category Procurement Menager
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Product Category Management
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Sales Product Category Management
  • Industry / Field(Desired):
    Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: High School, Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებული პორტფელის (სასაქონლო ჯგუფები) მართვა. ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • შესყიდვების გუნდის მართვა, საქმის სწორი დელეგირება. არსებული სტანდარტების დაცვა;
  • შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი;
  • არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტი);
  • კონკურენტების ანალიზი და პერიოდული კონტროლი (თვეში ერთხელ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით მეორე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • ინოვაციური ხედვა;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პროექტის მართვის უნარი;
  • დავალებების სწორად გადანაწილების დელეგირების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
Apply (On another website)
Sales
Product Category Management
Views
Unique views