Today - 22 Aug
Standard
Head of Sales
Tbilisi, Saburtalo, University st.
Application information
Email: career@connect.com.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Retail Sales, Sales Management - Industry / Field: Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1500 - 1800(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Sales
Retail Sales, Sales Management - Industry / Field(Mandatory):Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian
- Driving licence: B Category
- Own Transport:Yes
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
Connect/ქონექთი — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 150-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით მუდმივად ავითარებს თავის პროდუქტებსა და მომსახურებას.
Connect/ქონექთი აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სათაო ოფისში. ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
Connect/ქონექთი აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სათაო ოფისში. ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც აქვს საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები
- ადგილმდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N8;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00–18:00;
- ანაზღაურება: საწყის ეტაპზე – 1 500 ლარი, 2 თვის შემდეგ – 1 800 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები
- საცალო გაყიდვების დეპარტამენტის მიმდინარე პროცესების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
- სადგურებზე სარეკლამო და სხვა საჭირო მასალების დროული მიწოდებისა და განთავსების უზრუნველყოფა;
- მატერიალური მარაგების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- პასუხისმგებლობის რეგიონში ახალი საცალო კლიენტების მოძიება და გაყიდვების განვითარება;
- გაყიდვების ზრდის მიზნით დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
- სადგურების მენეჯერებთან მუდმივი კომუნიკაცია და ოპერატიული საკითხების კოორდინაცია;
- პრობლემური სადგურებისა და ოპერაციული გამოწვევების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კონკურენტების ფასების, აქციებისა და სხვა საბაზრო აქტივობების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
- ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (საწვავით უზრუნველყოფს კომპანია);
- საქართველოს მასშტაბით მოკლევადიანი მივლინებებისთვის მზადყოფნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარები
- ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი ქართული ნავთობ კომპანიის გუნდის წევრი და თქვენი გამოცდილებით წვლილი შეიტანოთ საცალო გაყიდვების მიმართულების განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
Sales
Retail Sales,
Sales Management
Views
Unique views
