Today - 03 Aug
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Human resources
HR Research Marketing/Public Relations (PR) Customer Experience Management (CXM), Customer Experience Improvement - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Human resources
HR Research Marketing/Public Relations (PR)Customer Experience Management (CXM), Customer Experience Improvement - Industry / Field(Mandatory):Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საქართველოს ბანკის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლის გამოცდილების მკვლევრის (Customer Journey Researcher) პოზიციაზე.
ეს პოზიცია საკვანძო როლს ასრულებს ბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება მომხმარებლის ქცევის, საჭიროებებისა და მოლოდინების სიღრმისეული შესწავლა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. თქვენ მიერ ჩატარებული კვლევები და იდენტიფიცირებული მიგნებები პირდაპირ აისახება სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.
რას გააკეთებს Customer Journey Researcher-ი:
Customer Journey Researcher-ისთვის მნიშვნელოვანია:
უპირატესობად ჩაითვლება:
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 აგვისტო,2026.
ეს პოზიცია საკვანძო როლს ასრულებს ბანკის პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება მომხმარებლის ქცევის, საჭიროებებისა და მოლოდინების სიღრმისეული შესწავლა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. თქვენ მიერ ჩატარებული კვლევები და იდენტიფიცირებული მიგნებები პირდაპირ აისახება სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე.
რას გააკეთებს Customer Journey Researcher-ი:
- თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და სრულფასოვანი განხორციელება;
- კვლევის ინსტრუმენტების (კითხვარები, ფოკუს ჯგუფების სცენარები, ინტერვიუს გაიდები) მომზადება;
- მომხმარებლის გამოცდილების კვლევა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;
- სამიზნე აუდიტორიის სეგმენტებისა და „იუზერ პერსონების“ ანალიზი;
- კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზი, ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირება და სტრუქტურირება;
- მომხმარებლის გამოცდილებაში არსებული პრობლემური წერტილების (pain points) დადგენა და მათი გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
- Customer Journey Manager-თან მჭიდრო თანამშრომლობა კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისა და შესაბამისი სტრატეგიული ნაბიჯების დასაგეგმად;
- კვლევის შედეგების პრეზენტაცია დაინტერესებული მხარეებისთვის.
Customer Journey Researcher-ისთვის მნიშვნელოვანია:
- უმაღლესი განათლება (სასურველია სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, მარკეტინგის ან მომიჯნავე სფეროში);
- კვლევების დაგეგმვისა და ჩატარების გამოცდილება (როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი);
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური);
- MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ადამიანების ქცევასა და ემოციებზე დაკვირვების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და ინტერვიუს წარმართვის უნარები;
- რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- კვლევით ან მარკეტინგულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
- კვლევის ინსტრუმენტების (მაგ., SurveyMonkey, Typeform) ცოდნა;
- საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 3 აგვისტო,2026.
ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/customer-journey-researcher-tbilisi-ymCVd5?source=Hr.ge
Apply (On another website)
Human resources
HR Research
Marketing/Public Relations (PR)
Customer Experience Management (CXM),
Customer Experience Improvement
Views
Unique views
Other jobs at company

