Today - 19 Aug
Junior lawyer
Tbilisi, Didube, A. Tsereteli Ave.
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: legal Jurisprudence
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Trainings and the opportunity for professional growth,Health insurance,Discounts in our/partner companies,Free meal,Fitness and wellness programs

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Desired):
    legal Jurisprudence
  • Industry / Field(Desired):
    Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Russian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. „გორგია“ მომხმარებლებს 400-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 - მდე თანამშრომელს. კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის 140

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი დოკუმენტების (ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მინდობილობებისა და ა.შ.) შედგენა, რისკების განსაზღვრა;
  • სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
  • საკანონმდებლო სიახლეების კონტროლი, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელი პირების დროული ინფორმირება;
  • კომპანიის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე იურიდიული კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • კომპანიის წარმომადგენლობა და კომუნიკაცია საჯარო და კერძო დაწესებულებებთან, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ორგანიზება;
  • კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული მიმართულების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია იურიდიულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ან სტაჟირება;
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.


პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

Apply (On another website)
legal
Jurisprudence
Views
Unique views