Next
Today - 27 Jul
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Investment Analysis, Investment Banking Banking Investment Portfolio Management - Industry / Field: Finance
Financial Services - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Accounting / Finance
Investment Analysis, Investment Banking BankingInvestment Portfolio Management - Industry / Field(Mandatory):Finance
Financial Services - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Master, Doctor, Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს საინვესტიციო ოპერაციების ანალიტიკოსის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მათემატიკის ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
- მინიმუმ 1 წლის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებში, საინვესტიციო ოპერაციების, კასტოდიანური მომსახურების, ანგარიშსწორების, საბანკო ოპერაციების, კაპიტალის ბაზრების, აქტივების მართვის, საპენსიო ფონდის ოპერაციების ან სხვა დაკავშირებულ სფეროში;
- ფინანსური ინსტრუმენტების, მათ შორის ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტების, დეპოზიტების, სავალუტო ტრანზაქციებისა და კაპიტალის ბაზრის საბაზისო პროდუქტების კარგი ცოდნა;
- ანგარიშსწორების, კასტოდიანური მომსახურების, რეკონსილაციის, გადახდებისა და ფინანსური ოპერაციების პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი ანალიტიკური და რიცხვებთან მუშაობის უნარები;
- დეტალებზე მაღალი ორიენტირებულობა და ფინანსურ მონაცემებთან და დოკუმენტაციასთან ზუსტად მუშაობის უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;
- Microsoft Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
- საინვესტიციო მართვის სისტემებთან, კასტოდიანურ პლატფორმებთან, Bloomberg-თან ან მსგავს ფინანსურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დროის წნეხის პირობებში მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის, დისციპლინის, კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის მაღალი გრძნობა;
- როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საინვესტიციო ტრანზაქციების ანგარიშსწორებისა და ოპერაციული დამუშავების მხარდაჭერა ტრანზაქციის ინიცირებიდან დასრულებამდე, შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შესაბამისად;
- საინვესტიციო ტრანზაქციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, დოკუმენტირება და არქივირება;
- საპენსიო ფონდის აქტივების ყოველდღიური რეკონსილაციის განხორციელება სხვადასხვა სისტემაში, როგორც პოზიციების, ისე ტრანზაქციების დონეზე;
- საჭიროების შემთხვევაში, კონტრაგენტებთან ანგარიშების გახსნის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სპეციალიზებულ დეპოზიტართან ყოველდღიური კომუნიკაცია საინვესტიციო ოპერაციების, ტრანზაქციების ანგარიშსწორებისა და სხვა ოპერაციულ საკითხებზე;
- საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული კორპორატიული ქმედებებისა და შესაბამისი ფულადი ნაკადების მონიტორინგი;
- საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სისტემების ტესტირებასა და დანერგვაში მონაწილეობა;
- საინვესტიციო ოპერაციების პროცესების ანალიზსა და გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ოპერაციული მხარდაჭერის გაწევა, შიდა ანგარიშგებების მომზადება და აუდიტის პროცესში მონაწილეობა;
- მოქმედი კანონმდებლობისა და ფონდის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
- სხვა დავალებების შესრულება მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილისა და საინვესტიციო ოპერაციების განყოფილების უფროსის დავალებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ 07 სამუშაო დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge . საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge
ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
Accounting / Finance
Investment Analysis,
Investment Banking
Banking
Investment Portfolio Management
Views
Unique views