Today - 19 Aug
Sales Team Leader
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Sales Development and Strategy, Sales Team Leadership and Strategy, Sales Leadership and Strategy
  • Industry / Field: Finance Insurance
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales Sales Development and Strategy, Sales Team Leadership and Strategy, Sales Leadership and Strategy
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Insurance
  • Seniority level: Senior-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით „უნისონის“ გუნდს.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების გუნდის საქმიანობის ეფექტიანი მართვა და კოორდინაცია;
  • შეთანხმებული გაყიდვების გეგმებისა და ბიუჯეტის შესრულების უზრუნველყოფა;
  • გუნდის პორტფელის მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შეფასება;
  • გუნდის წევრების მოტივირება, განვითარება და შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ახალი თანამშრომლების მხარდაჭერა, სწავლება და ადაპტაციის პროცესში ჩართულობა;
  • გაყიდვების პროცესების ეფექტიანობის შეფასება, ანალიზი და ოპტიმიზაციის ინიციირება;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება, საქმიანი ურთიერთობების განვითარება და არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი და დროული ამოღების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიის შიდა პოლიტიკისა და სტანდარტების დაცვა და მათი შესრულების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სადაზღვევო პროდუქტებისა და ბაზრის კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლიდერული და გუნდური მართვის უნარი;
  • შედეგსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

Sales
Sales Development and Strategy,
Sales Team Leadership and Strategy,
Sales Leadership and Strategy
Views
Unique views