20 Jul - 18 Aug
Start
Labor Safety Specialist
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Quality control / environmental protection / labor safety Labor safety inspection
  • Industry / Field: Retail Retail Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Desired):
    Quality control / environmental protection / labor safety Labor safety inspection
  • Industry / Field(Desired):
    Retail Retail
    Consumer Products and Services Household Items - FMCG
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor, Master
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • განახორციელოს უსაფრთხოების რისკების შეფასება;
  • მიიღოს მონაწილოება შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების შედგენაში;
  • მიიღოს მონაწილეობა კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში;
  • განახორციელოს სამუშაო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი;
  • მიიღოს მონაწილეობა კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენაში;
  • მიიღოს მონაწილეობა საგანგებო სიტუაციების მართვის განხორციელებაში;
  • განახორციელოს უსაფრთხოების რისკების შეფასება;
  • მოახდინოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შერჩევა და უზრუნველყოს გამოყენების კონტროლი;
  • რეგულარულად ჩაატაროს სწავლება, ტრენინგები და ინსტრუქტაჟი შრომის უსაფრთხოების საკითხებში, დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;
  • მოიკვლიოს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევები და ინციდენტები, განახორციელოს მათი აღრიცხვა, რეგისტრაცია და ანგარიშგება;
  • იზრუნოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით;
  • უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციისათვის ციფრული ბაზის შემუშავება და საჭიროებისამებრ ყოველდღიურად განახორციელოს განახლება/კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • აკრედიტირებული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • უცხო ენები: ინგლისური (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აგლაძის 32.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

Quality control / environmental protection / labor safety
Labor safety inspection
Views
Unique views