20 Jul - 19 Aug
Head of Marketing
Batumi, Khimshiashvili District, J. Shartava Street
Application information
Phone: +995577402130
address: ბათუმი. ჟიული შარტავას ქ.N7

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Marketing/Public Relations (PR) B2B Marketing
  • Industry / Field: Real Estate Real Estate
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Corporate mobile number,Free meal,Coffee/fruit/snacks,Trainings and the opportunity for professional growth

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 3 to 5 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Marketing/Public Relations (PR) B2B Marketing
  • Industry / Field(Mandatory):
    Real Estate Real Estate
  • Seniority level: Senior-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Russian,English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

მეტროპოლი ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს.

ბათუმის ფილიალი აფართოებს გუნდს და ეძებს გამოცდილ, კრეატიულ და სტრატეგიულად მოაზროვნე მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის მარკეტინგულ მიმართულებას, დაგეგმავს და განახორციელებს ეფექტურ კამპანიებს, უზრუნველყოფს ბრენდის ცნობადობის ზრდას და გაყიდვების მხარდაჭერას.

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და გუნდის ხელმძღვანელობა;
  • ონლაინ და ოფლაინ მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება;
  • სარეკლამო ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
  • ბრენდის პოზიციონირების, ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერებაზე მუშაობა;
  • გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა ლიდების გენერირების და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით;
  • კრეატიულ სააგენტოებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
  • ბაზრის, კონკურენტების და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ანალიზი;
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მარკეტინგის სფეროში მინიმუმ 3-წლიანი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად);
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების პრაქტიკული გამოცდილება;
  • კონტრაქტორებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და სხვადასხვა პარტნიორთან ეფექტური თანამშრომლობის გამოცდილება;
  • პროექტების ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • Google Ads, Meta Ads, CRM სისტემებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ლიდერული, ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვების უზრუნველყოფას;
  • კორპორატიულ ნომერს;
  • პროფესიული განვითარების, სწავლებისა და კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს, გუნდურ აქტივობებსა და თიმბილდინგებს.

თუ გსურთ გახდეთ წარმატებული და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე infopmi@metropol.ge

შემოუერთდით მეტროპოლის ბათუმის გუნდს!
Marketing/Public Relations (PR)
B2B Marketing
Views
Unique views