Today - 15 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Branch management - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1400(+ Bonus)
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Minimal educational level: High School, Incomplete High School, Doctor, College, Master, Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
"Cenomi Retail" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა, მერანი მოლში და უკვე ბათუმი გრანდ მოლში პირველად აჭარის რეგიონშიც არის წარმოდგენილი ,,Cenomi Retail Georgia’’-ს არაერთი მაღაზია.
კომპანია ,,Cenomi Retail Georgia’’ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო გრაფიკი: სრული
რას გააკეთებ:
- მხარს დაუჭერ მაღაზიის მენეჯერს ყოველდღიური ოპერაციების მართვასა და მაღაზიის ეფექტურ ფუნქციონირებაში;
- ჩაერთვები მაღაზიის პროცესებში, გაყიდვების ზრდისა და საოპერაციო სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით;
- გააკონტროლებ პროდუქციისა და კოლექციის სწორ განლაგებას დარბაზსა და საწყობში, ასევე მარაგებისა და ასორტიმენტის ხელმისაწვდომობას;
- მონაწილეობას მიიღებ ახალი კოლექციის მიღების, პროდუქციის სისტემურად დამუშავებისა და ინვენტარიზაციის პროცესებში;
- უზრუნველყოფ მაღაზიაში მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში შეითავსებ სალაროს ფუნქციებს;
- მოამზადებ გაყიდვებთან და საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებულ რეპორტებს და ჩაერთვები კომერციულ/მარკეტინგულ აქტივობებში;
- მონაწილეობას მიიღებ გუნდის მართვასა და განვითარებაში-სამუშაო გრაფიკების დაგეგმვაში, თანამშრომლების შეფასებასა და ცოდნის გაზიარებაში;
- უზრუნველყოფ კომპანიის პოლიტიკის, უსაფრთხოების, ჰიგიენისა და დანაკარგების პრევენციის სტანდარტების დაცვას;
- ითანამშრომლებ სხვადასხვა დეპარტამენტთან მაღაზიის საჭიროებებისა და პროცესების ეფექტური მართვის მიზნით.
მნიშვნელოვანია:
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე.
- ინგლისური ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება- 1 400 ლარი + 1 000 ლარამდე ბონუსი.
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ დაზღვევას;
- წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Xd05dFxb
Apply (On another website)
Administration / Business Management
Branch management
Views
Unique views
