Today - 21 Jul

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Art / Media 3D Modeling and Rendering Training courses/Educational programmes Education (general)
  • Industry / Field: Software & IT Services Information Technology & Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired: Experience from 3 years
  • Minimal educational level: Bachelor, College
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას თუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.

თუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს 3დ მოდელირების სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის 3დ მოდელირების ვორქშოპებს.
პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ აღნიშნული სფერო.

პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (3დ მოდელირების მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 14:00-20:00 სთ; შაბათი: 11:00-17:00
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივლისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:
  • 3დ მოდელირების მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
  • მოსწავლეების ტექნიკური და კრეატიული უნარების განვითარება ვორქშოპების ფარგლებში;
  • თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება;
  • თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით;
  • თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა;
  • თუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება:
  • ბაკალავრის ხარისხი 3D დიზაინის, ანიმაციის, ციფრული მედიის, არქიტექტურის, დიზაინის ან დაკავშირებულ სფეროში.

სამუშაო გამოცდილება:
  • არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება 3D მოდელირების ან დაკავშირებულ სფეროში ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით.

დამატებითი მოთხოვნები:
  • 3D მოდელირების პროგრამების ცოდნა (მაგ.: Blender, Autodesk Maya, ZBrush, 3D Coat ან სხვა);
  • 3D მოდელირების საფუძვლების ცოდნა (modeling, texturing, rendering);
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი;
  • გუნდის მოტივაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები.
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/inxLc

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთოთ CV ქართულ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 ივლისი, 2026.
Apply (On another website)
Art / Media
3D Modeling and Rendering
Training courses/Educational programmes
Education (general)
Views
Unique views