Today - 14 Aug
Standard
Corporate Sales Manager
Tbilisi
Application information
Email: career@connect.com.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
B2B Sales Strategy and Management - Industry / Field: Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Mandatory):Sales
B2B Sales Strategy and Management - Industry / Field(Mandatory):Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: High School, Incomplete High School, Master, Bachelor, Doctor, College
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ნავთობკომპანია „ქონექთი“ 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოადგენს 150-მდე ობიექტს ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მზარდი ტემპით ვითარდება და ამჟამად აერთიანებს 1000 თანამშრომელს.
“ქონექთი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 8;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00 სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორატიული კლიენტებთან ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაცია და კომერციულ პირობებზე შეთანხმება;
- კორპორატიული კლიენტების ბაზის შექმნა და განვითარება;
- შეთანხმების მიღწევის შემდეგ კლიენტისთვის ხელშეკრულების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
- საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების რეგისტრაცია, მონაცემების შემოწმება და ვალიდურობის დადგენა;
- საჭიროების შემთხვევაში საბარათე-სატალონე სისტემაში კლიენტების მხარდაჭერა;
- კომპანიის კუთვნილ ობიექტებზე-აგს-ებზე ტალონებისა და კორპორატიული ბარათების გადანაწილება და მიწოდების უზრუნველყოფა;
- გაყიდვების მონაცემების ყოველდღიური მონიტორინგი საბარათე-სატალონე სისტემაში;
- კლიენტებთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა პერიოდული კომუნიკაციის მეშვეობით;
- ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
- თვიური გაყიდვების რეპორტის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია კორპორატიული გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სფეროში გამოცდილება;
- აუცილებელია MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენის საბაზისო სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია მომსახურების ან/და გაყიდვების მიმართულებით გავლილი ტრენინგ(ებ)ი;
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ვერბალური, არავერბალური);
- მოლაპარაკების უნარი;
- მაღალი დონის მომსახურებაზე ორიენტირებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- რამდენიმე საქმის პარალელურად შესრულების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 20266 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
წარმატებებს გისურვებთ!
Sales
B2B Sales Strategy and Management
Views
Unique views
