Today - 14 Aug
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Sales
Sales Operations and Support, Customer service, B2C sales - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired:
- Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ვოლტა“ წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
ჩვენ ვეძებთ განვადების ხელმოწერის მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- მომხმარებლის მიერ განვადების პროდუქტის მისაღებად წინასწარი შენატანის უზრუნველყოფა და პროცესზე მიდევნება;
- მომხმარებლის შიდა განვადების ხელშეკრულების ელექტრონული ხელმოწერის პროცესის წარმართვა და დასრულება;
- ლოჯისტიკის დეპარტამენტთან გაყიდული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად და ზედმიწევნით სწორად გადაცემის უზრუნველყოფა.
- საჭიროებისამებრ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და კონსულტირება.
ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).
- სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
- მოლაპარაკების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სააკაძის II გასასვლელი, ბიზნეს-ცენტრი “ატრიუმი”;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 10:00-18:00 ან 13:00-21:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. ყოველთვიური საშუალო ანაზღაურება 1500 ლარიდან.
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ვოლტა"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Sales
Sales Operations and Support,
Customer service,
B2C sales
Views
Unique views
