Today - 13 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Accounting / Finance
Accounting - Industry / Field: Finance
Financial Services - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Accounting / Finance
Accounting - Industry / Field(Mandatory):Finance
Financial Services - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე
დეპარტამენტი: ფინანსური დეპარტამენტი
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები
- საბუღალტრო ან/და საფინანსო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭებათ საბანკო ან მიკროსაფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
- სასურველია ALTA-ს პროგრამების (Loan Management System – LMS) და B6-ის ცოდნა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
- სასურველია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განათლება
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
- პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამა (ACCA ან სხვა) ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და დამუშავება;
- საბუღალტრო გატარებების წარმოება;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
- საბანკო ოპერაციების შესრულება;
- ოპერაციების პროგრამაში ასახვა;
- ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა საბუღალტრო და ფინანსური დავალებების შესრულება.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და სიზუსტე;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინტენსიური სამუშაო დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ტრენინგებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი:
ორშაბათი–პარასკევი: 10:00–18:00
შაბათი: 09:20–14:20
40-საათიანი სამუშაო კვირა
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@bermeli.ge
ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.bermeli.ge ან შეავსოთ განაცხადი ვაკანსიების გვერდზე და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე.
გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ „ბუღალტერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა არ განიხილოს.
გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელმა“ დაამუშაოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. თქვენი რეზიუმე შესაძლოა ინახებოდეს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით და გამოყენებულ იქნეს სხვა შესაბამის ვაკანსიაზეც.
Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views
