Next
14 Jul - 28 Jul
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Delinquent Loan Management, Loan Origination and Management - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Banking
Delinquent Loan Management, Loan Origination and Management - Industry / Field(Mandatory):Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
დამსაქმებელი:სს კრედო ბანკი
პოზიცია: მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსი (PD)
სამუშაო ადგილი:თბილისი, სათავო ოფისი
პოზიციის მიზანი:
მიმდინარე ვადაგადაცილებული აქტივების მართვის განყოფილების უფროსის ძირითად მიზანს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ გაცემული მიმდინარე ვადაგადაცილებულ სესხების მოგვარებაზე ზრუნვა, კერძოდ, სესხების დაფარვის, გადახდის მიზნით, ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად, მსესხებლებთან/თავდებებთან ორგანიზაციის სახელით ურთიერთობაში მომუშავე პრობლემური სესხების ოფიცრების (PD) მართვა -მენეჯმენტში.
სამუშაოს აღწერა:
- პრობლემური სესხის ოფიცრების (PD) საქმიანობის კოორდინირება და მენეჯმენტი;
- პრობლემური სესხების აქტივების განაწილება პრობლემური სესხების ოფიცრებს (PD) და პრობლემური აქტივების ოფიცრებს (PD) შორის;
- ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან / გარანტორებთან ვიზიტების განხორციელება;
- მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების ამოღების სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავება/ განსაზღვრა და აღნიშნული გეგმის შესრულების კონტროლი;
- საქმიანობის კოორდინირება ვადაგადაცილებული აქტ. მართვის დეპარტამენტის უფროსთან და რეგიონალურ მენეჯერთან შეთანხმებით;
- მიმდინარე ვადაგადაცილებული სესხების მართვის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ახალი ინიციატივების დანერგვა;
- დაქვემდებარებული გუნდის მოტივაციის გაუმჯობესებისათვის აქტივობების განხორციელება;
- პრობლემური სესხების ოფიცრების (PD) და პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრების (PD) შედეგების შეფასება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
- ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი მენეჯმენტთან;
- ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ზედამხედველის მიერ დავალების სახით დაწესებული გეგმის (ვადაგადაცილებული მსესხებლების შესასრულებელი ვალდებულებების (იძულებითი წესით ან ნებაყოფილობით) - თანხის ამოღების გეგმის შესრულება;
- მოახდინოს გამარტივებულით შეტანილ საქმეებზე შეტანის დღიდან დარიცხული ჯარიმების რევერსი.
მენეჯერული პასუხისმგებლობები:
- თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების სწავლების, განვითარების და ცოდნის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური საქმიანობის მონიტორინგი და მხარდაჭერა;
- წლიური ამოცანების/ პროექტების/KPI ების განსაზღვრა, გუნდის წევრების შეფასება და ინდივიდუალური მიზნების მონიტორინგი. წლიური შესრულებული სამუშაოების /დაქვემდებარებული გუნდის წევრების შეფასება (EPR). სამუშაოს არასათანადო შესრულების ე.წ poor performance-ის მართვა;
- დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის მიწოდება;
- საჭირო სამუშაო რესურსების დაგეგმვა და საქმეების სწორი განაწილება. თანამშრომლების შერჩევა, განვითარება და key პოზიციებზე საქსესორების გამოვლენა;
- დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან მუდმივი კომუნიკაცია კომპანიაში/ დეპარტამენტში მიმდინარე სიახლეების შესახებ;
- სამუშაო გრაფიკის, შვებულებების და სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
- შრომის დისციპლინის კონტროლი და დარღვევებზე რეაგირება;
- შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების, კორპორატიული ღირებულებების, ეთიკის კოდექსის დაცვაზე ზედამხედველობა და დარღვევებზე რეაგირება ბანკის დისციპლინარული HR პოლიტიკის თანახმად;
- გუნდის წევრებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და გუნდურობის ხელშეწყობა;
- პოზიტიური და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
- აუცილებელია ვადაგადაცილებული აქტივების მართვის მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა;
- მოლაპარაკებების წარმოების, დარწმუნების და არგუმენტირების უნარი;
- სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
- მოქნილი სამუშაო საათებისა და რეგიონში მივლინებების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდის მართვის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ლიდერული უნარ-ჩვევები;
- წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი, 2026 წელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.
შეავსე აპლიკაცია, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
Apply (On another website)
Banking
Delinquent Loan Management,
Loan Origination and Management
Views
Unique views