Today - 11 Aug
Educator
Tbilisi, Vake, Dariali st.
Application information
Phone: +995 599 08 14 41

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Preschool education
  • Industry / Field: Education Primary/Secondary Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1200 - 1400

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Science / Education Preschool education
  • Industry / Field(Desired):
    Education Primary/Secondary Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

საბავშვო ბაღი "ნაბიჯ-ნაბიჯ" აცხადებს კონკურსს აღმზრდელის ვაკანსიაზე.

აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
  • ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება.
  • ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  • ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და და ჰქონდეს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 1-წლიანი გამოცდილება.

აღმზრდელის პროფესიული მახასიათებლები:
  • აღმზრდელი ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.
  • აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი.
  • აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
  • აღმზრდელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.
  • აღმზრდელი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს.
  • აღმზრდელმა იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები და განვითარების კანონზომიერებები, მასზე მოქმედი ფაქტორები.
  • აღმზრდელი იცნობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს, სხვადასხვა პედაგოგიურ მოდელებსა და პროგრამებს.
  • აღმზრდელმა იცის და პრაქტიკაში იყენებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მეთოდოლოგიას.
  • აღმზრდელს შეუძლია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის აქტიური ჩართვა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის სხვადასხვა ეტაპის დაგეგმვასა და წარმართვაში (მაგ.: მათთან ერთად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს, ადგენს დღის განრიგს, ჯგუფის წესებს და ა.შ.).
  • აღმზრდელმა იცის თამაშის მნიშვნელობის თეორიული საფუძვლები, თავისუფალი თამაშის წახალისების სტრატეგიები, თამაშის ტიპები, ფორმები და იყენებს მას, როგორც სწავლებისა და განვითარების ძირითად მეთოდს.
  • აღმზრდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს იმგვარად წარმართავს, რომ უზრუნველყოს ბავშვის საგანმანათლებლო და განვითარების სტანდარტში წარმოდგენილი ყველა სფეროს (ფიზიკური და სენსორული, სოციალურ-ემოციური, კომუნიკაციური უნარების, ენისა და მეტყველების, შემეცნებითი, დამოუკიდებლობა და ადაპტიური ქცევის) განვითარება და შედეგების მიღწევა.
  • აღმზრდელმა იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები.
  • აღმზრდელი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რაც ხელს უშლის ბავშვის სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებას; ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სწავლასა და განვითარებას.

ხელფასი: 1200-1400 ლარი
საბავშვო ბაღი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ვაკის პარკთან. დარიალის შესახვევი 9.


გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ, ელ. ფოსტაზე: info@nabij-nabij.org
საკონტაქტო ნომერი: +995 599 08 14 41.
Science / Education
Preschool education
Views
Unique views