Today - 19 Jul
Start
Seasonal employment in Lower Saxony / Germany - picking and caring for strawberries in greenhouses
Abroad, Germany, Dortmund
Application information
Phone: +491575 6149018

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Other Other
  • Industry / Field: Agriculture Farming, Ranching
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Seasonal
  • Work Location: Mobile field work

Employer requirement:

  • Work Experience: Without experience - Candidate must have no experience
  • Minimal educational level: Incomplete High School
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

PunktGenau გთავაზობთ სეზონურ სამუშაოს გერმანიაში, ნიდერზაქსენის რეგიონში.

სამუშაო პერიოდი იწყება 2026 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.

ვეძებთ ენერგიულ კანდიდატებს, მარწყვის მოსავლის ასაღებად და მცენარეების მოსავლელად სათბურებში (ფოლგის გვირაბებში).
კანდიდატებისთვის დასაქმების მომსახურება არის სრულიად უფასო!

სამუშაო პროცესი:
  • მარწყვის დაკრეფა და ხარისხის კონტროლი.
  • მცენარეების მოვლა და გასუფთავება სათბურის პირობებში.

ანაზღაურება და აკორდული სისტემა:
  • საბაზისო ხელფასი: 13,90 ევრო საათში
  • ანაზღაურების მოდელი: მუშაობა ეფუძნება აკორდულ სისტემას. ეს ნიშნავს, რომ ანაზღაურება დამოკიდებულია თქვენს მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
  • მაღალი შემოსავალი: შრომისმოყვარეობისა და სისწრაფის შემთხვევაში, თქვენი გამომუშავება საათში 20 ევრომდე იზრდება.
  • სამუშაო ნორმა: დაახლოებით 30 კილოგრამი საათში.

სამუშაო დრო:
  • კვირაში მინიმუმ 40 საათი. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია კვირაში 60 საათამდე მუშაობა.
  • სამუშაო დღე იწყება დილის 05:00 საათიდან და გრძელდება მინიმუმ 6-დან 8 საათამდე დღეში.

საცხოვრებელი და კომფორტი:
  • მოწესრიგებული საცხოვრებელი (2 ადამიანი ოთახში). ღირებულება: 12 ევრო დღეში.
  • ინტერნეტი: ადგილზე არის უფასო WLAN (Wi-Fi).
  • სამზარეულო: საერთო სამზარეულო თვითუზრუნველყოფისთვის.

ტრანსპორტირება:
  • უფასო ტრანსპორტირება: ორგანიზებულია უფასო გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე.
  • შოპინგი: კვირაში 1-დან 2-ჯერ უფასო ტრანსპორტირება სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად.

რა უნდა იქონიოთ თან:
  • საკუთარი სამუშაო ტანსაცმელი.
  • პლედი ( საბანი ) და ბალიში (თუმცა მათი შეძენა ადგილზეც არის შესაძლებელი 20-30 € ).

როგორ დავრეგისტრირდეთ?
  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებებში და მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • როდიდან გნებავთ დაწყება
  • ფლობთ თუ არა უცხო ენებს? (გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა არ არის სავალდებულო მოთხოვნა, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად).
  • თქვენი ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: mariami.kopp@punktgenau-online.de
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +491575 6149018

შეგახსენებთ, რომ დასაქმება თქვენთვის სრულიად უფასოა. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას!

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ანაზღაურების და სამართლებრივი პირობების შესახებ
გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მეურნეობის სამუშაო პრინციპები, რომლებიც სრულად შეესაბამება გერმანიის შრომის კანონმდებლობას და მორგებულია სეზონური დასაქმებულების ინტერესებზე.
ანაზღაურების გამჭვირვალე სისტემა (Akkordlohn)
ამ ვაკანსიაზე მოქმედებს გამომუშავებითი ანაზღაურება, რაც გერმანიის სოფლის მეურნეობაში მიღებული და კანონიერი პრაქტიკაა.
ტარიფები გათვლილია იმგვარად, რომ თითოეულმა დასაქმებულმა თვის ბოლოს მიიღოს კანონით დადგენილი მინიმალური ანაზღაურება (13,90 € Brutto საათში).
პროდუქტიული მუშაობის შემთხვევაში, თქვენი გამომუშავება აკორდული სისტემით უფრო მაღალი იქნება.
საბოლოო ანგარიშსწორება – რატომ არის ეს ლეგალური და მოსახერხებელი?
საგადასახადო ოპტიმიზაცია: გერმანული კანონმდებლობით, სეზონური მუშაკი (90 დღემდე) თავისუფლდება სოციალური დაზღვევის გადასახადებისგან. ერთიანი ანგარიშსწორება აძლევს ფერმერს საშუალებას, ზუსტად დაიცვას ეს შეღავათი, რათა თქვენმა ნეტო (Netto) ხელფასმა მაქსიმალურად მოიმატოს.
ბუღალტრული სიზუსტე: აკორდული მუშაობისას ყოველი კილოგრამი აღირიცხება ყოველდღიურად, ხოლო საბოლოო ჯამი მოწმდება სეზონის ბოლოს, რათა არცერთი თეთრი არ დაიკარგოს.
ფინანსური მხარდაჭერა და ავანსი (Vorschuss)
გვესმის, რომ ცხოვრება გრძელდება და ყველას გვაქვს ყოველთვიური საჭიროებები.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ხელფასი სეზონის ბოლოს გაიცემა, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ავანსი (Vorschuss) უკვე გამომუშავებული თანხიდან.
ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და მიღებული პრაქტიკა ჩვენს მეურნეობაში პირადი თუ ოჯახური საჭიროებებისთვის.
გარანტირებული დაცულობა
კონტრაქტი: მუშაობის პირველივე დღიდან თქვენ გიცავთ ოფიციალური გერმანული შრომითი ხელშეკრულება.
გადახდა: თანხას იღებთ მეურნეობიდან გამგზავრებამდე – საბანკო გადარიცხვით ან ნაღდი ანგარიშსწორებით, კანონით დადგენილი წესით.
Facebook Kontakt - PunktGenau
Other
Other
Views
Unique views