Today - 07 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field: Retail
Retail - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1550 - 1650(+ Bonus)
- Additional benefits: Health insurance
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Logistics / Transport
Warehousing - Industry / Field(Desired):Retail
Retail - Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Doctor, Master, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ფოთში (ფალიაშვილის ქ. N 12)
- ჩვენ გთავაზობთ:
- გაზრდილ ანაზღაურებას: 1550-1650 ლარი ;
- კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას;
- მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების გამზადება ფაქტურების შესაბამისად;
- ტვირთის გადაცემა დისტრიბუციის თანამშრომლებისთვის;
- მონაწილეობა პერიოდულ საწყობის აღწერებში (ინვენტარიზაცია);
- მიღებული პროდუქციის დათვლა, დასაწყობება და სწორად განთავსება;
- დაბრუნებული პროდუქციის მიღება და აღრიცხვა დადგენილი წესის მიხედვით;
- პროდუქციის მენეჯმენტი – ვადების, სტოკების და შენახვის წესების კონტროლი;
- საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- ადმინისტრაციის მითითებების დროული და ეფექტური შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სასურველია საწყობში ან ლოგისტიკაში მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული მუშაობის უნარი;
- გუნდურ გარემოში მუშაობის სურვილი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/NpNwUow
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
Apply (On another website)
Logistics / Transport
Warehousing
Views
Unique views
