Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Art / Media
Graphic Design - Industry / Field: Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Part-time
- Employment form: Internship
- Work Location: On site
- Additional benefits: Health insurance,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Art / Media
Graphic Design - Industry / Field(Desired):Transportation, Logistics & Supply Chain
Logistics & Supply Chain - Minimal educational level: Bachelor, Incomplete High School, High School
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ( ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას თბილისში გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე:
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- სამუშაო გრაფიკი : (Part-Time) შეთანხმებისამებრ.
- მისამართი : ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 113დ.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- Fit-Pass
აუცილებელი მოთხოვნები:
- პორტფოლიოს წარდგენა სასურველია (შეიძლება იყოს სასწავლო პროექტებიც).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გუნდთან ერთად ყოველდღიურ დიზაინერულ ამოცანებზე მუშაობა და სწავლა;
- ბრენდის ვიზუალური გაიდლაინების შესწავლა და დაცვა ყველა შექმნილ მასალაში;
- დამტკიცებული დიზაინ კონცეფციის მიხედვით ფაილების კორექტირება (ტექსტის ჩასმა/შეცვლა, ზომის ადაპტაცია, სიმარტივეების გასწორება და სხვა);
- ეტიკეტების, საბეჭდი მასალებისა და POS პროდუქტების მომზადებაში დახმარება;
- ბანერების, ბუკლეტების, სტიკერების, სოციალური ქსელების ვიზუალებისა და შიდა პრეზენტაციების შექმნაში/ჩართულობა;
- ბრენდბუქის მიხედვით საბეჭდი ფაილების მომზადებაში დახმარება;
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- Adobe Illustrator-ისა და Photoshop-ის საბაზისო ან საშუალო დონის ცოდნა;
- გრაფიკული დიზაინის მიმართულებით სწავლა ან შესაბამისი კურსის გავლა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება;
- დეტალებზე ყურადღების მიქცევა;
- სწავლისა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი და დავალებების დროულად შესრულება;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55.
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „მზიური-ს“ ადამიანური რესურსების სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება’
შპს „მზიური“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
