08 Jul - 06 Aug
Anesthesiologist on duty
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Medical Anesthesiology
  • Industry / Field: Health Care Hospital & Health Care
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Medical Anesthesiology
  • Industry / Field(Mandatory):
    Health Care Hospital & Health Care
  • Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა" წარმოადგენს ინოვაციურ, მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა აერთიანებს მაღალკვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტებს და უახლეს, მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკურ და სამკურნალო აპარატურას. ჩვენი ინტეგრირებული მიდგომა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის კომპლექსურ, უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო სერვისებს, რაც განაპირობებს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას ყველა პროფილის მიმართულებით.

"გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:მორიგე ანესთეზიოლოგის პოზიციაზე
ყოველ მეოთხე დღეს 17:30 საათიდან 09:30 საათამდე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მარცხენა სანაპირო კოსმონავტების 45ა

ძირითადი ფუნქციები:
  • პაციენტის მდგომარეობის შეფასება ოპერაციის წინ, ოპერაციის დროსა და შემდეგ
  • ანესთეზიის დაგეგმვა და განხორციელება
  • პოსტოპერაციული მონიტორინგი და ინტენსიური თერაპია საჭიროების შემთხვევაში
  • გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის კვალიფიკაცია
  • სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის სპეციალობაში
  • სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი

ვთავაზობთ:
  • თანამედროვე სტანდარტების სამუშაო გარემო
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე hr@hgh.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
Medical
Anesthesiology
Views
Unique views