Next
08 Jul - 06 Aug
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Coffee Brewing and Barista Skills Administration / Business Management Administration - Industry / Field: Wellness & Fitness
Health, Wellness & Fitness - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 700(+ Bonus)
- Additional benefits: Health insurance,Fitness and wellness programs
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.
„რეფორმა“-ს ფილიალებისთვის ვეძებთ პასუხისმგებლიან და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიმღების თანამშრომლებს - ბარისტა/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის ფილიალი-ავთო ვარაზის ქუჩა N16, გლდანის ფილიალი-ილია ვეკუას ქუჩა N14, კიკვიძის ფილიალი- თორნიკე ერისთავის ქუჩა N27
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლებში გაწერილი).
ანაზრაურება: 700 ლარი + ბონუსი (ნეტი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტზე სრული ინფორმაციის მიწოდება/გაცნობა;
- მომხმარებლის შესაბამის პერსონალთან გადამისამართება;
- საშვების, სამაჯურების და ტურნიკეტის კონტროლი;
- მომხმარებელთა აბონიმენტების კონტროლი;
- შემოსულ ზარებზე პასუხი;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
- ტერმინალების ტრანზაქციების სწორად წარმოება;
- უშუალო ხელმძღვანელი პირის მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
უნარები:
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- მეგობრულ, მხარდამჭერ გარემოს;
- სტუდენტებზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ყოველთვიურ ფიტნეს აბონიმენტს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: მიმღების თანამშრომელი
სპორტ დარბაზი „რეფორმა“, მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@reforma.com.ge
Hotel / restaurant / catering
Coffee Brewing and Barista Skills
Administration / Business Management
Administration
Views
Unique views