Today - 29 Jul
Preferred Banker
Tbilisi, Didi Digomi, Aghmashenebeli avenue
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Customer Service Consultation
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რჩეული ბანკირი აღმაშენებლის ექსპატ სერვისცენტრში,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: რჩეული ბანკირი აღმაშენებლის ექსპატ სერვისცენტრში
სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით,საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაო აღწერილობა:
  • რჩეული კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
  • რჩეული კლიენტებისთვის კრედოს პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება და გაყიდვა;
  • რჩეული კლიენტების კონსულტაცია- დასახული ამოცანების და საჭიროებების შესაბამისად რჩეული მომხმარებლების პორტფელის განვითარება;
  • მუდმივი კონტაქტი რჩეულ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება;
  • რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სავალდებულოა საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მოლაპარაკებების და ანალიტიკის კარგად განვითარებული უნარები;
  • სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 28 ივლისი 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
#გახდიკრედოელი
Apply (On another website)
Banking
Customer Service Consultation
Views
Unique views