Today - 09 Jul
Standard
Chief Specialist in the Student Service Group of the Faculty of Law's Educational Process Management Service / Freelance
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Higher education Training courses/Educational programmes Education (general)
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Bachelor
  • Suitable for students: Yes
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციაზე (2 ვაკანსია) შესარჩევად

კონკურსის გამოცხადების შესახებ
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიციის (2 ვაკანსია) დასაკავებლად.

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება 1130 (ათას ასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.
შერჩეული აპლიკანტი დაინიშნება სამი თვის გამოსაცდელი ვადით (დასაქმების პერსპექტივით).

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
  • ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საბაკალავრო საფეხურის სტუდენტის აქტიური სტატუსი (მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი);
  • ბ) სახელმწიფო ენაზე და ინგლისურ ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
  • გ) მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser ).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:
  • ა) საქართველოს კანონს “უმაღლესი განათლების შესახებ”;
  • ბ) “იურიდიული ფაკულტეტის დებულება”;
  • გ) თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
  • ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
  • ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გ) ოპერატიულობა;
  • დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • ე) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
  • ვ) დასაბუთების უნარი;
  • ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
  • თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
  • ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:
  • სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება და სტუდენტთა ტექნიკური დახმარება აკადემიური რეგისტრაციის პროცესში (ბაკალავრიატის საფეხური);
  • რეგისტრაციის პერიოდში სასწავლო ბაზის რედაქტირება და რეგისტრაციის პროცესისთვის მომზადება;
  • აკადემიური რეგისტრაციების დროს შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
  • სტუდენტებისათვის კონსულტაციების გაწევა, ცნობების ორგანიზება (მათ შორის ინგლისურენოვანი);
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შემოსული კორესპონდენციის განხილვა და პასუხების მომზადება;
  • სტუდენტთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • შესაბამისი ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების ორგანიზება;
  • სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების შესახებ სტუდენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიწოდება ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის მათი მოგვარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში უკუკავშირი სტუდენტებთან);
  • რეკომენდაციებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნის უზრუნველყოფა;
  • საჭიროებებიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის, დეკანის, დეკანის მოადგილეებისა და აკადემიური პერსონალის სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
  • ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
  • ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
  • გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
  • დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
  • ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 6 ივლისიდან 2026 წლის 9 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - “იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის შტატგარეშე პოზიცია”.

ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სტუდენტთა მომსახურების ჯგუფში მთავარი სპეციალისტის 2 (ორი ერთეული) პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge -ზე და ინტერნეტ სივრცეში.
Science / Education
Higher education
Training courses/Educational programmes
Education (general)
Views
Unique views