06 Jul - 04 Aug
Cashier
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Sales Cash Handling and Point of Sale
  • Industry / Field: Finance Financial Services
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Sales Cash Handling and Point of Sale
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Financial Services
  • Seniority level: Entry-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ბოუნდ სოლუშენს აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარე მენეჯერის პოზიციაზე.

სფერო: კრიპტო გადაცვლა
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (09:00-18:00)
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:
  • ნაღდი ფულის მიღება/გაცემა/გადაცემა კომპანიის შიდა რეგლამენტის სრული დაცვით;
  • ყოველდღიური სალაროს დათვლა, ნაშთების შედარება და ოპერაციების ზუსტი ფიქსაცია Google Sheets-ში;
  • სალარო დისციპლინისა და თანამშრომელთა ოპერაციების სიზუსტის კონტროლი;
  • ყოველდღიური და კვირეული ანგარიშგების მომზადება სალაროსა და ოპერაციულ მაჩვენებლებზე;
  • სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მინდობილ ფულად სახსრებზე, სალაროს უსაფრთხოებასა და აღრიცხვის სიზუსტეზე;
  • თანამშრომლებისთვის ამოცანების და ვადების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი;
  • დავალებების სრულად და დროულად შესრულების შემოწმება, სტატუსების ფიქსაცია და საჭიროების შემთხვევაში შეხსენებების გაგზავნა;
  • პროცესების სტრუქტურირება და შესრულების ეფექტიანობის გაუმჯობესება;
  • ოფისის მდგომარეობის, დამლაგებლებისა და გარე მომწოდებლების მუშაობის კონტროლი;
  • სახარჯო მასალების (წყალი, ყავა, საოფისე და საყოფაცხოვრებო ნივთები) შესყიდვა და მარაგების მართვა;
  • სერვის კომპანიებთან კომუნიკაცია და კონტრაქტების კოორდინაცია;
  • მსუბუქი ადმინისტრაციული და ოპერაციული დავალებების შესრულება.
  • დოკუმენტაციის სტრუქტურირება და ორგანიზება (Google Drive / Notion / ოფლაინ არქივი);
  • ტექნიკის ინვენტარიზაცია და თანამშრომელთა ონბორდინგის პროცესში მხარდაჭერა;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია მესენჯერებისა და სოციალური ქსელების საშუალებით: დეტალების დაზუსტება და ვიზიტამდე/გარიგებამდე;
  • ბაზრის დამოუკიდებლად მონიტორინგი: კურსებისა და მნიშვნელოვანი სიახლეების რეგულარული თვალყურის დევნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სფეროში (ოპერაციები, სალარო, ადმინისტრაციული მართვა, პროცესების კონტროლი) ან საოპერაციო როლში (დავალებების კოორდინაცია, შესრულების კონტროლი, ანგარიშგება);
  • ძლიერი ფინანსური უნარები: ციფრებზე ორიენტიებულობა, მაღალი სიზუსტე და პასუხისმგებლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სტრესულ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • Google Workspace-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კრიპტოვალუტის მუშაობის საბაზისო პრინციპების ცოდნა: საფულეები, ქსელები, ტრანსფერები, დადასტურებები და საკომისიოები (მომხმარებლის დონეზე);
  • საოპერაციო მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული ზრდის სურვილი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული
დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ
სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის
(დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების
(სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;
აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ
აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების
დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

Sales
Cash Handling and Point of Sale
Views
Unique views