Today - 04 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Banking
Retail Banking Services, Universal Banking Services - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Minimal educational level: Master, Bachelor, Doctor, College
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას: პროდუქტის მფლობელი - გადახდების განვითარების ლიგა
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი,
ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს
სამუშაოს აღწერა
თიბისის, გადახდევის განვითარების ლიგაში ვეძებთ - პროდუქტის მფლობელს
გადარიცხვების პროდუქტების სტრატეგიული განვითარება და მართვა, მომხმარებლის, ბიზნესისა და ორგანიზაციისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნის მიზნით. როლი პასუხისმგებელია პროდუქტის ხედვის, სტრატეგიისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრაზე, ბიზნეს შედეგების მიღწევაზე, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და მრავალფუნქციური გუნდების ეფექტიან თანამშრომლობაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები
- განსაზღვრავს გადარიცხვების პროდუქტების სტრატეგიას, ხედვასა და გრძელვადიან განვითარების როუდმეფს.
- მართავს პროდუქტის პორტფელს და უზრუნველყოფს მისი განვითარების შესაბამისობას ბანკის სტრატეგიულ მიზნებთან.
- ინოვაციური გადარიცხვების შესაძლებლობების განვითარება
- იღებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მომხმარებლის საჭიროებების, ბაზრის ტენდენციებისა და ბიზნეს შესაძლებლობების ანალიზის საფუძველზე.
- პასუხისმგებელია პროდუქტის კომერციულ შედეგებზე, ზრდაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და ძირითადი ბიზნეს მეტრიკების გაუმჯობესებაზე.
- უზრუნველყოფს პროდუქტული ინიციატივების ეფექტიან დაგეგმვას, პრიორიტეტიზაციასა და განხორციელებას.
- თანამშრომლობს ბიზნეს, ტექნოლოგიურ, ოპერაციულ, რისკების, შესაბამისობისა და იურიდიულ გუნდებთან საერთო მიზნების მისაღწევად.
- მართავს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს და მონაწილეობს პროდუქტის ეკოსისტემის განვითარებაში.
- უზრუნველყოფს პროდუქტების შესაბამისობას მარეგულირებელ მოთხოვნებთან, რისკებისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან.
- ხელმძღვანელობს პროდუქტულ გუნდს, ავითარებს თანამშრომლებს და ხელს უწყობს მაღალი ჩართულობისა და შედეგებზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბებას.
კვალიფიკაცია
- პროდუქტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ფინანსურ სექტორში ან ციფრული პროდუქტების განვითარების მიმართულებით.
- გადარიცხვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
- რეგულაციებიების საფუძვლიანი ცოდნა
- ტექნიკურ ამოცანებზე ( გუნდებთაბ) მუშაობის გამოცდილება
- სტრატეგიული პროდუქტის განვითარებისა და პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის (Product Lifecycle) მართვის გამოცდილება.
- მომხმარებელზე ორიენტირებული და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება.
- Agile მეთოდოლოგიებითა და მრავალფუნქციურ გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
- ბიზნეს, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ გუნდებთან ეფექტიანი თანამშრომლობისა და სტეიკჰოლდერების მართვის ძლიერი გამოცდილება
- ლიდერული გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და ცვლილებების მართვის უნარი.
- ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/zG6rw
Apply (On another website)
Banking
Retail Banking Services,
Universal Banking Services
Views
Unique views
Other jobs at company

