Today - 04 Aug
Start
Paid internship in the Procurement Department
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Purchases Procurement Management
  • Industry / Field: Construction Building Materials
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Internship
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Parking space is provided

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Bachelor, Master
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში.
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელის“ ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების ტექნიკების შესწავლა;
  • ბაზრის კვლევასა და ანალიზში მონაწილეობა;
  • ასორტიმენტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სწრაფი ანგარიში და მათემატიკური უნარები.
  • მაგისტრი ან ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა (B2 დონე).

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაბელური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 181

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

Purchases
Procurement Management
Views
Unique views