Today - 02 Aug
Standard
Master of Thermal Automation and Measurements
Gardabani Municipality
Application information
Email: hr@giec.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Energy
Project Planning and Coordination, Measurement Instruments and Automation - Industry / Field: Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Specialization/Specialty(Mandatory):Energy
Project Planning and Coordination, Measurement Instruments and Automation - Industry / Field(Mandatory):Energy & Mining
Oil & Energy - Seniority level: Senior-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, Other, College
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას თბური ავტომატიკისა და გაზომვების ოსტატის პოზიციაზე
სამუშაო პირობები
სამუშაო საათები: 08:00 სთ-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12სთ-დან 13სთ-მდე)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი
სამუშაო პირობები
სამუშაო საათები: 08:00 სთ-17:00 სთ, შესვენება 1 საათი (12სთ-დან 13სთ-მდე)
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი
კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
ძირითადი მოვალეობები:
ფუნქცია-მოვალეობები:
- ელექტროამძრავების ჯგუფის პერსონალის ხელმძღვანელობა და სამუშაოების კოორდინაცია;
- დანადგარების გამართული, უსაფრთხო და უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა;
- ტექნიკური ექსპლუატაციის, შრომის უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;
- სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, მომზადება და შესრულების კონტროლი;
- სათადარიგო ნაწილების, მასალებისა და მოწყობილობების საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების მომზადება;
- დაქვემდებარებული პერსონალის დავალებებითა და საჭირო მასალებით უზრუნველყოფა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და დეფექტების აღრიცხვის კონტროლი;
- დანადგარების პერიოდული შემოწმება, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრის ორგანიზება;
- პერსონალისთვის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩატარება;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
- ხელმძღვანელობის, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევები;
- თბო სადგურის მუშაობის ტექნოლოგიური პროცესი, ძირითადი მოწყობილობების ტექნიკური მონაცემები და მუშაობის პრინციპი;
- თბილსრესის თბური და პირველადი ელექტრული სქემები;
- მოსამსახურებელი დანადგარების მოწყობილობა, მუშაობის პრინციპი, ტექნიკური
მახასიათებლები;
- მოსამსახურებელი დანადგარების რემონტის ტექნოლოგია, რემონტის დროს გამოყენებული მასალების მახასიათებლები, სარემონტო სამუშაოების ნორმები და ტექნიკური კონტროლის მეთოდები;
- მოსამსახურებელი დანადგარების გამართვის ინსტრუქციები;
- ტექნიკური ექსპლუატაციის წესები (ტ.ე.წ.) თაგ საამქროს სამუშაოთა ფარგლებში;
- უსაფრთხოების ტექნიკის წესები (უ.ტ.წ.) თბური ავტომატიკის, თბოტექნიკური გაზომვებისა და დაცვების მოწყობილობების მომსახურებისას;
- თბოელექტროსადგურებში და ქსელებში პერსონალთან მუშაობის ორგანიზაციის სახელმძღვანელო მითითებები;
- თანამდებობრივი და საწარმოო ინსტრუქციები, რომლებიც ეხება სამუშაოებს მისდამი დაქვემდებარებულ უბანზე;
- თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს ტ.ე.წ-ით, უ.ტ.წ-ით, წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით და თაგ საამქროს ხარჯის, წნევისა და დონის ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებული დოკუმენტებით.
პიროვნული მახასიათებლები:
- ინსტრუქციების, პროცედურების დაცვის უნარი;
- ინიციატივის გამოვლენის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა და მოქნილება;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ.
კვალიფიკაცია:
განათლება - უმაღლესი ტექნიკური განათლება.
გამოცდილება - თ.ა.გ-ის საამქროში არანაკლებ 1 წლის მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: hr@giec.ge კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკვშირდებათ.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 აგვისტო
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giec.ge
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
Energy
Project Planning and Coordination,
Measurement Instruments and Automation
Views
Unique views
