06 Jul - 04 Aug
Family doctor
Batumi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Medical Therapy, Other
  • Industry / Field: Finance Insurance
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Medical Therapy, Other
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Insurance
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Master, Bachelor, Doctor
  • Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით „უნისონის“ გუნდს.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით (2 სამუშაო შაბათი)
  • ნახევარი განაკვეთი (10:00 –15:00 ან 15:00–18:00)
  • ლოკაცია: ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • დაზღვეული პირებისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
  • დაზღვეულის პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა.
  • დაზღვეულისთვის მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში.
  • სამედიცინო ისტორიის წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
  • დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
  • გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მედიცინის განხრით;
  • ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოჯახის ექიმი ბათუმში.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
Medical
Therapy,
Other
Views
Unique views