Today - 17 Jul
Studio Banker
Kutaisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Other
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Desired):
    Banking Other
  • Industry / Field(Desired):
    Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: High School, Bachelor, Master
  • Languages: Georgian,English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

პერსონალური ბანკინგის და მომხმარებლებისთვის ღირებულებების შექმნის დეპარტამენტის ახალი პროექტისათვის ლიბერთი ბანკი ეძებს გუნდის ახალ წევრს სტუდიოს ბანკირის პოზიციაზე ქუთაისში

თუ ხარ აქტიური და კომუნიკაბელური, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ მიზანდასახული და ორიენტირებული განვითარებაზე, გაქვს გაყიდვების უნარი, ეს პოზიცია სწორედ შენთვის არის.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი

რას ველით შენგან?
  • მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილებას ფინასურ სექტორში პორტფელური მართვის ნაწილში;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას;
  • მიზანდასახულობასა და შედეგებზე ორიენტირებულობას;
  • გაყიდვების უნარს.

რას აკეთებს ჩვენთან სტუდიოს ბანკირი?
  • გაყიდვების მაქსიმიზაციის მიზნით, იზიდავს საშუალო და მაღალ შემოსავლიან კლიენტებს;
  • მომხმარებლის მოზიდვის და გეგმის შესრულების მიზნით, ანხორციელებს არსებული ბაზების/კამპანიების დამუშავებას;
  • უწევს მომსახურეობას არსებულ მომხმარებლებს ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით;
  • ახდენს საშუალო და მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მის ანგარიშებთან დაკავშირებით;
  • ახდენს წინასწარ განსაზღვრული გეგმების შესრულებას და მონიტორინგს;
  • აწარმოებს პერიოდულ ანგარიშგებებს ხელმძღვანელთან განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ.

როგორ მოგვმართოთ?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2026 წლის 17 ივლისის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მიღებისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ბანკის ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz განთავსებული მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება განცხადების განხილვის ან/და შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან/და იმ ვადით რომელიც შეესაბამება ბანკის ლეგიტიმურ ინტერესებს. მოთხოვნილია რეგულატორის მიერ ან/და განსაზღვრულია კანონმდებლობით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკას და წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
Banking
Other
Views
Unique views