Today - 01 Aug
Standard
Junior accountant
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field: Construction Construction
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Accounting / Finance Accounting
  • Industry / Field(Mandatory):
    Construction Construction
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს ,,გრადუს გრუპ მაუდი“ (212809996) დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ხარისხზე ორიენტირებულ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. კომპანიის მიმდინარე პროექტია Maudi Residence — ქუთაისის პირველი პრემიუმ დახურული საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე სტანდარტებით, უსაფრთხო გარემოთი და მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. აბულაძის 1-ლი ჩიხი, N 15.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი; 10:00-19:00; (შესვენება -1 სთ)
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად).

მოვალეობები:
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების მიღება, შემოწმება, დამუშავება და აღრიცხვა;
  • შემოსავლების, ხარჯების, შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების ასახვა;
  • მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ანგარიშსწორების წარმოება;
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • სალარო ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
  • ინვოისების, ზედნადებების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავება;
  • ძირითადი საშუალებებისა და მარაგების აღრიცხვა;
  • ბუღალტრული რეესტრების წარმოება და მონაცემების კონტროლი;
  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ფინანსური მონაცემების შეჯერება და შეცდომების გამოვლენა/აღმოფხვრა;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • აუდიტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

სამუშაო მოთხოვნები
განათლება:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • ბუღალტრული აღრიცხვის პროფესიული კურსების გავლა ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო გამოცდილება:
  • პირველადი დოკუმენტების, ანგარიშ-ფაქტურებისა და ფინანსური ოპერაციების დამუშავების გამოცდილება;
  • სრული ბუღალტრული ციკლის წარმოების გამოცდილება
  • ელექტრონულ საგადასახადო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უძრავი ქონების, სამშენებლო ან დეველოპერულ სექტორში მუშაობის გამოცდილება სასურველია.

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დოკუმენტებთან მუშაობის მოწესრიგებული მიდგომა;
  • ვადების დაცვა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მ.წ-ს 17 ივლისამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@maudigroup.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,უმცროსი ბუღალტერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს ,,გრადუს გრუპ მაუდი“) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
Accounting / Finance
Accounting
Views
Unique views