02 Jul - 30 Jul
Leading Corporate Banker
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Digital Banking Consultation
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 5 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Banking Digital Banking Consultation
  • Industry / Field(Desired):
    Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: English,Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

პაშა ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წამყვანი კორპორაციული ბანკირი

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2026

პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბანკის სტრატეგიულ კორპორაციულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების მართვა, მათი ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირება და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარება;
  • კომპლექსური ფინანსური გადაწყვეტილებების, მათ შორის სინდიცირებული და ინდივიდუალურად მორგებული დაფინანსებების სტრუქტურირება, მოლაპარაკებების წარმართვა და განხორციელება;
  • მსხვილი კორპორაციული კლიენტების პორტფელის მართვა და განვითარება, მომგებიანობის, მაღალი მომსახურების ხარისხისა და საკრედიტო პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • საკრედიტო წინადადებების მომზადება და შესაბამის კომიტეტებზე წარდგენა, ასევე შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტრანზაქციების ეფექტიანი განხორციელებისთვის;
  • ბაზრის, სექტორისა და კლიენტების საქმიანობის ანალიზი ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გამოსავლენად და კლიენტებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად;
  • ასოცირებული და უმცროსი კორპორაციული ბანკირების ხელმძღვანელობა, განვითარება და მენტორობა;
  • ბანკის წარმომადგენლობა კლიენტებთან, პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას, შიდა პოლიტიკებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო გამოცდილება: კორპორატიულ საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება; მსხვილ კორპორაციულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვისა და ახალი ბიზნესის მოზიდვის წარმატებული გამოცდილება; კორპორაციული საბანკო პროდუქტების, საკრედიტო ანალიზისა და ფინანსური სტრუქტურირების სიღრმისეული ცოდნა;
  • უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის კარგი ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პრეზენტაციის წარდგენის ძლიერი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდის მართვის, თანამშრომლების განვითარებისა და მენტორობის გამოცდილება;
  • ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი;
  • პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Apply (On another website)
Banking
Digital Banking Consultation
Views
Unique views