02 Jul - 15 Jul
Application Support Specialist
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Other Information technologies IT Support
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: from 1 to 2 years
  • Specialization/Specialty(Desired):
    Banking Other
    Information technologies IT Support
  • Industry / Field(Desired):
    Finance Banking
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: English,Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

პაშა ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და საბანკო სისტემების განვითარების დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2026

პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბანკის ბიზნეს აპლიკაციებისა და დაკავშირებული სისტემების ყოველდღიური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • აპლიკაციების ხელმისაწვდომობის, მუშაობის, დაგეგმილი დავალებების, ინტეგრაციებისა და სისტემის შეტყობინებების მონიტორინგი;
  • აპლიკაციებთან დაკავშირებული ინციდენტების, მომსახურების მოთხოვნებისა და ტექნიკური ხარვეზების (Bug-ების) იდენტიფიცირება, რეგისტრაცია, ანალიზი, დიაგნოსტიკა და გადაწყვეტა;
  • აპლიკაციის შეცდომების, მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრობლემების, სისტემური შეფერხებებისა და ინტეგრაციის საკითხების პირველადი ანალიზის განხორციელება;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპლექსური ტექნიკური საკითხების ესკალაცია სისტემის მფლობელ გუნდებთან, უფროს სპეციალისტებთან, შიდა გუნდებთან ან გარე ვენდორებთან;
  • აპლიკაციების ცვლილებების, დანერგვის, განახლებების (Patch/Upgrade) და კონფიგურაციის პროცესების მხარდაჭერა;
  • ტესტირების პროცესებში მონაწილეობა, მათ შორის ფუნქციური, რეგრესიული და დანერგვის შემდგომი ვალიდაციის ტესტირებაში;
  • სისტემური დოკუმენტაციის, ბეჭდვითი ფორმების, მომხმარებლის ინსტრუქციებისა და ცოდნის ბაზის შექმნა და განახლება;
  • საბოლოო მომხმარებლებთან კომუნიკაცია და დაფიქსირებული საკითხებისა და ინციდენტების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • წვდომების მართვის პროცესების, ოპერაციული კონტროლისა და ანგარიშგების მხარდაჭერა, ასევე შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების მოთხოვნების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1–2 წლიანი გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში;
  • უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნა (MS SQL); Alta-ს პროგრამული პროდუქტების ცოდნა; Jira-სა და Confluence-ის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი;
  • ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი.
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Apply (On another website)
Banking
Other
Information technologies
IT Support
Views
Unique views