02 Jul - 15 Jul
Lead developer of external and national bank reporting
Tbilisi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Banking Other Sales Account Management and Relationship Building Accounting / Finance Account Management
  • Industry / Field: Finance Banking
  • Seniority level: Senior-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 3 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Banking Other
    Sales Account Management and Relationship Building
    Accounting / Finance Account Management
  • Industry / Field(Mandatory):
    Finance Banking
  • Seniority level: Senior-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian,English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

PASHA BANK აცხადებს ვაკანსიას გარე და ეროვნული ბანკის ანგარიშგების წამყვანი დეველოპერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: ფინანსური მართვის დეპარტამენტი
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2026

პაშა ბანკი საქართველო გთავაზობთ მხარდამჭერ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს საერთაშორისო გუნდთან ერთად, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო პირობებსა და პროფესიული განვითარების უწყვეტ შესაძლებლობებს. აქ დაგხვდებათ საინტერესო გამოწვევები და მხარდაჭერა თამამი გადაწყვეტილებების მიღებისას - კულტურა, რომელიც აფასებს ადამიანებს, შედეგებს და ახალ იდეებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად გამოირჩევიან პასუხისმგებლობით, გუნდურობითა და შედეგზე ორიენტაციით. ჩვენი EVP ეფუძნება სამ პრინციპს - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს - ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს კულტურას და წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარსადგენი ანგარიშების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • არსებული ანგარიშების ცვლილებებისა და ახალი ანგარიშგების გადაწყვეტილებების დანერგვაში მონაწილეობა;
  • ანგარიშგების პროცესების, მონაცემთა ბაზებისა და სკრიპტების ოპტიმიზაცია;
  • ახალი საბანკო პროდუქტების დანერგვის პროცესში საბუღალტრო აღრიცხვისა და IFRS ანგარიშგების მხარდაჭერა;
  • ანგარიშგების მონაცემთა ბაზებისა და ინტეგრაციის პროცესების განვითარება და მხარდაჭერა;
  • სხვადასხვა ბიზნეს და მხარდამჭერ ერთეულებთან თანამშრომლობა ანგარიშგების სიზუსტისა და დროულობის უზრუნველსაყოფად;
  • სხვადასხვა პროექტსა და დამატებით დავალებებში მონაწილეობა მენეჯერის მითითების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების, ფინანსების, ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: SQL მონაცემთა ბაზების განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, სასურველია საბანკო სექტორში;
  • უცხო ენები: ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის კარგად ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office პროგრამების, მათ შორის Excel-ის, კარგი ცოდნა; Microsoft SQL-ის ცოდნა; Data Warehouse (DWH) მიდგომებისა და პრინციპების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
  • განვითარებული ინტერპერსონალური და გუნდური მუშაობის უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას.

Apply (On another website)
Banking
Other
Sales
Account Management and Relationship Building
Accounting / Finance
Account Management
Views
Unique views