Next
30 Jun - 29 Jul
Spa Administrator
Tbilisi, Vera, Melikishvili st.
Application information
Email: hr@ginohotels.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Hotel Spa and Wellness Management Administration / Business Management Administration - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism, Hospitality - Seniority level: Entry-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1200
- Additional benefits: Free meal
Employer requirement:
- Experience is desired:
- Specialization/Specialty(Desired):Hotel / restaurant / catering
Hotel Spa and Wellness Management Administration / Business ManagementAdministration - Industry / Field(Desired):Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism, Hospitality - Seniority level: Entry-Level
- Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სპა ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი , პეტრე მელიქიშვილის 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სპა ცენტრის სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და კონსულტაციის გაწევა ;
- ჯავშნების მიღება, მართვა და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
- სტუმრების ვიზიტების დაგეგმვა და კოორდინირება;
- სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მართვა;
- სტუმრების მოთხოვნებისა და პრეტენზიების დროული განხილვა;
- სპა მომსახურებების, სპეციალური შეთავაზებებისა და პროდუქტების წარდგენა ;
- სალარო ოპერაციების განხორციელება და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- სტუმართა კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
- ადმინისტრაციულ, მომსახურების ან სტუმართან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების (MS Office) და ჯავშნების მართვის სისტემებთან მუშაობის უნარი;
- მაღალი კომუნიკაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარები;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პროფესიული ეთიკის, კონფიდენციალურობისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის უნარი;
კომპანია გთავაზობთ:
მეგობრულ სამუშაო გარემოს
დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
კვებით უზრუნველყოფას
ანაზღაურება 1200 ლარი (NET)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
Hotel / restaurant / catering
Hotel Spa and Wellness Management
Administration / Business Management
Administration
Views
Unique views