30 Jun - 29 Jul
Steward
Tbilisi, Vera, Melikishvili st.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering Washing dishes
  • Industry / Field: Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism, Hospitality
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 1200
  • Additional benefits: Free meal

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Hotel / restaurant / catering Washing dishes
  • Industry / Field(Mandatory):
    Recreation & Travel Leisure, Travel & Tourism, Hospitality
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის პოზიციაზე.
ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:
  • ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების რეცხვა
  • სამზარეულოსა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
  • ნარჩენების გატანა და სწორად განთავსება
  • ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • სუფთა ჭურჭლის სწორად დალაგება და შენახვა
  • სამზარეულოს პერსონალის მხარდაჭერა საჭიროების შემთხვევაში

მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა და სისწრაფე მუშაობაში
  • ფიზიკური გამძლეობა
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა

კომპანია გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1200 ლარი (NET)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: g.terkhachaturovi@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
Hotel / restaurant / catering
Washing dishes
Views
Unique views