Next
30 Jun - 30 Jul
Elementary school assistant teacher
Tbilisi
Application information
Email: vacancy@newton.edu.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Science / Education
Secondary education - Industry / Field: Education
Primary/Secondary Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Bachelor
- Suitable for students: Yes
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს დაწყებითი კლასების დამხმარე მასწავლებელს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება / დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ეფექტური კომუნიკაცია
- ორგანიზებულობა
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
- კრეატიულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
- პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე.
- მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge
პერსონალური მონაცემების დამუშავება
გაცნობებთ, რომ შპს „ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას, რომ კომპანია მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს და შეინახავს მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.
პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თანხმობა იმავე ელ. ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გააგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალ ვაკანსიებზე.
Science / Education
Secondary education
Views
Unique views