26 Jun - 25 Jul
Hostess
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering Hotel Reception and Concierge Services
  • Industry / Field: Recreation & Travel Hospitality
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Hotel / restaurant / catering Hotel Reception and Concierge Services
  • Industry / Field(Mandatory):
    Recreation & Travel Hospitality
  • Seniority level: Entry-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: Georgian,English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)Absheron Hotel Group (AHG), რომელიც დაფუძნებულია ბაქოში (აზერბაიჯანი), წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ჰოსპიტალიტი კომპანიას. იგი მართავს სასტუმროებსა და კურორტებს აზერბაიჯანში, თურქეთსა და მონტენეგროში . ჯგუფი მართავს , როგორც საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, ისე საკუთარ, შექმნილ კონცეფციებს -თანამედროვე ქალაქის სასტუმროებიდან დაწყებული, მაღალი კლასის კურორტებით დასრულებული. AHG ქმნის უნიკალურ სტუმრის გამოცდილებას და ამავდროულად ადგენს ახალ სტანდარტებს ჰოსპიტალიტის ინდუსტრიაში.

AHG ასევე წარმოადგენს Pasha Hospitality-ის ნაწილს - ცნობილი Pasha Group-ის ქვედანაყოფს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მართავს 23-ზე მეტ სასტუმროსა და უძრავ ქონებას.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2026 წლის ზაფხულში თბილისში იხსნება ახალი სასტუმრო - Art Riverfront Hotel. ობიექტი მოიცავს 152 ნომერს, მთელი დღის კვების რესტორანს, ბარს, ტერასას, საკონფერენციო სივრცეებსა და ფიტნეს დარბაზს, რომლებიც უზრუნველყოფს თანამედროვე, კომფორტულ და მაღალი დონის მომსახურებას.

ამჟამად ვეძებთ ჰოსტესს (Hostess) Food & Beverage დეპარტამენტში.

ჰოსტესის ძირითადი მოვალეობები :
  • სტუმრების თბილი, თავაზიანი და პროფესიონალური დახვედრა;
  • სტუმრების მაგიდასთან მიყვანა და მენიუს მიწოდება;
  • ყურადღებიანი მომსახურება და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა .
  • სტუმრებისთვის მენიუზე რეკომენდაციების გაწევა და საკვებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმრების შეკითხვებზე, მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
  • რესტორნისა და მისაღები ზონის სისუფთავის, მოწესრიგებულობისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
  • სასადილო სივრცეში მომსახურების პროცესის დაკვირვება და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა;
  • გუნდის მხარდაჭერა სტუმრების პრობლემების პრევენციასა და გადაჭრაში;
  • სერვისის სტანდარტების, ბრენდის გაიდლაინებისა და შიდა პროცედურების დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში გახსნისა და დახურვის პროცესებში დახმარება;
  • გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა გამართული მომსახურების უზრუნველსაყოფად;
  • ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე (Hostess, Guest Relations ან მსგავს სფეროში) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარები;
  • მაღალი დონის სტუმართმოყვარეობის უნარი და დეტალებზე ყურადღება;
  • სტუმრების მოთხოვნებზე მშვიდი და პროფესიონალური რეაგირების უნარი;
  • კარგი ორგანიზაციული უნარები;
  • სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი;
  • Food&Beverage სფეროს საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად).

გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ მისამართზე: Careers.Tbilisi@absheronhotelgroup.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "Hostess"

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელი არის Absheron Hotel Group.
გაცნობებთ, რომ Absheron Hotel Group თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე თქვენი შესაბამისობის შეფასების მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის დამყარებისთვის, საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
განაცხადის/CV-ის გაგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მისი მონაცემები დამუშავდეს სხვა არსებული და სამომავლო ვაკანსიებისთვის მისი შესაბამისობის განსაზღვრის მიზნითაც. გამოგზავნილი განაცხადი ინახება მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში, ხოლო დასაქმების შემთხვევაში -შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
Hotel / restaurant / catering
Hotel Reception and Concierge Services
Views
Unique views