25 Jun - 11 Jul
Night financial operator in the emergency department
Tbilisi
Application information
Phone: +995591807256

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Registration Medical Other
  • Industry / Field: Finance Financial Services
  • Seniority level: Entry-Level
  • Schedule: Mixed shifts
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
  • Minimal educational level: Bachelor
  • Languages: English,Russian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" (თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.) აცხადებს ვაკანსიას ღამის ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე გადაუდებე ლ მიმღებ განყოფილებაში.

სამუშაო განრიგი:
16 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს (17:30 დან 09:30 მდე);
შაბათს/კვირას - 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული პაციენტების რეგისტრაცია, ამბულატორიული ბარათის გახსნა, საჭირო მომსახურების და ღირებულების გაცნობა;
  • პაციენტებზე დაფინანსების წყაროების გარკვევა, სადაზღვევო პაკეტის გარკვევა და სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირება;
  • ქვითრების გაცემა სერვისებთან დაკავშირებით;
  • შეტყობინების გაგზავნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევის დროს შესაბამის ადგილას;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური / რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.


პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კეთილსინდისიერება.


ანაზღაურება:

  • 24 საათიანი მორიგეობა: ერთი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 180 ლარი, ხოლო ორი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 90 ლარი;
  • 16 საათიანი მორიგეობა: ერთი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 140 ლარი, ხოლო ორი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 70 ლარი.


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: HR@GUDUSHAURI.GE. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +(995 591) 80 72 56, სათაურის ველში მიუთითეთ: ,,ფინანსური ოპერატორი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთ ვის და გისურვებთ წარმატებას!

Administration / Business Management
Registration
Medical
Other
Views
Unique views