Next
25 Jun - 24 Jul
Cook's Assistant
Tbilisi
Application information
Email: sophio.maisuradze@cruise.ge
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Hotel / restaurant / catering
Cooking - Industry / Field: Recreation & Travel
Leisure, Travel & Tourism, Hospitality, Restaurant/Cafe/Bar - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
- Salary: Fixed 1500
Employer requirement:
- Work Experience: Experience is not important - both inexperienced and experienced candidates will be considered
- Minimal educational level: Other
- Languages: Georgian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.
„კომპლექსი კრუიზი“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი სამუშაო კვირა
ძირითადი მოვალეობები:
- მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში
- ნედლეულის დახარისხება, გარეცხვა, დასაწყობება
- პროდუქტების დამუშავება და მომზადება
- ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდში მუშაობის უნარი
- მოწესრიგებულობა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
კომპანია „კომპლექსი კრუიზი“ უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია „კომპლექსი კრუიზი“-ს მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
Hotel / restaurant / catering
Cooking
Views
Unique views