25 Jun - 24 Jul
Crafts Coordinator
Rustavi
Apply (On another website)

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Administration / Business Management Technical processes management
  • Industry / Field: Retail Retail
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Additional benefits: Health insurance,Free meal,Fitness and wellness programs

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 1 year
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Administration / Business Management Technical processes management
  • Industry / Field(Mandatory):
    Retail Retail
  • Minimal educational level: High School
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ხელოსნების კოორდინატორის პოზიციაზე, რუსთავის ფილიალში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას.
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელის მომსახურება კომპანიაში არსებული მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით;
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების, მოხმარების წესებისა და საგარანტიო პირობების შესახებ;
  • ჰიპერმარკეტში მოქმედი პროცესების, სერვისების და აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • ჰიპერმარკეტში მოსულ ახალ კონტრაგენტებთან შეთავაზების გაკეთება, პირობების განმარტება და ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებული ხელოსნების საშუამავლო პირობების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • ხელოსნების სურვილების, რეკომენდაციების ჩანიშვნა და ვაიზერისთვის მიწოდება;
  • ხელოსნებისთვის სიახლეების გაცნობა რეგულარულად, ტრენინგების ინიცირება, ორგანიზება, შედეგების შეფასება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!
Apply (On another website)
Administration / Business Management
Technical processes management
Views
Unique views